თავდაცვის კოდექსი

მუხლი 150. სამსახურთან დაკავშირებული საკითხები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს: ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით; ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

2.სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი, აგრეთვე თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიღების წესი, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ სამსახურის გავლის წესი (მათ შორის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4.სამინისტროს სისტემის მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაჯილდოვდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი და უწყებრივი მედლით. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 მაი. 2026

    150-ე მუხლის მე-3 ნაწილში სამსახურის გავლის წესი აღარ განისაზღვრება თავდაცვის ძალების სამსახურის დებულებით; ის მინისტრის ნორმატიულ აქტშია გადატანილი და მოიცავს სამოქალაქო პირებისა და სპეციალური წოდების მქონე პირების მიღებასა და სამსახურს, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩათვლით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁴11¹³113151¹6250811492314522150
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს შრომის კოდ…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა