Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 149

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 149. მატერიალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

2.სამხედრო მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება ეძლევა მისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კომპონენტებს.

3.მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურების ოდენობა და კომპონენტები, აგრეთვე მისი გაცემის წესი და პირობები; ბ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი; გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის: გ.ა) კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმა, აგრეთვე კვებისა და სანივთე ქონების კმაყოფაზე აყვანისა და ამ კმაყოფიდან მოხსნის წესები; გ.ბ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და გაცემის წესი; გ.გ) წახალისების, ფასიანი საჩუქრის, ფულადი ჯილდოს/დახმარების/დანამატის ოდენობა, აგრეთვე მათი გაცემის წესი და პირობები; დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის სხვა, დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიები.

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 20 000 ლარამდე ოდენობით.

5.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვისას, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით.

6.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საბრძოლო დავალების შესრულებისას, სამშვიდობო ოპერაციაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) იმავე განკარგულებით განსაზღვრულ მისი ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.

7.სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ექვემდებარებიან: ა) სამინისტროს მოსამსახურე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრი; ბ) კადეტი; გ) იუნკერი; დ) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემის მოსამსახურე; ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ამ ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ოჯახის წევრები.

8.სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

9.სამინისტროს სისტემის მოსამსახურე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხითა და სანივთე ქონებით.

10.სამინისტრო ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ თანადაფინანსებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ფართობების (ბინების) მშენებლობა.

11.სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ფართობი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით.

12.სამინისტროს სისტემის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია საწვავით ან/და სასაუბრო დროით, თუ იგი იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს.

13.ამ კოდექსითა და მის საფუძველზე, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს: ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირზე, რომელიც არ არის სამინისტროს მოსამსახურე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე; ბ) სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/ დათხოვნილ პირზე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე; გ) სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე, იმ პირზე, რომელიც არ არის სამინისტროს/სამინისტროს სისტემის მოსამსახურე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ პირზე; ე) სამინისტროს სისტემაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე, იუნკერზე, მსმენელზე, კადეტზე, რეზერვისტზე. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 2. სამხედრო მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება ეძლევა მისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კომპონენტებს. 3. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურების ოდენობა და კომპონენტები, აგრეთვე მისი გაცემის წესი და პირობები; ბ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი; გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის: გ.ა) კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმა, აგრეთვე კვებისა და სანივთე ქონების კმაყოფაზე აყვანისა და ამ კმაყოფიდან მოხსნის წესები; გ.ბ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და გაცემის წესი; გ.გ) წახალისების, ფასიანი საჩუქრის, ფულადი ჯილდოს/დახმარების/დანამატის ოდენობა, აგრეთვე მათი გაცემის წესი და პირობები; დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის სხვა, დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიები. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 20 000 ლარამდე ოდენობით. 5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვისას, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საბრძოლო დავალების შესრულებისას, სამშვიდობო ოპერაციაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) იმავე განკარგულებით განსაზღვრულ მისი ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. 7. სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ექვემდებარებიან: ა) სამინისტროს მოსამსახურე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრი; ბ) კადეტი; გ) იუნკერი; დ) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემის მოსამსახურე; ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ამ ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ოჯახის წევრები. 8. სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 9. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხითა და სანივთე ქონებით. 10. სამინისტრო ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ თანადაფინანსებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ფართობების (ბინების) მშენებლობა. 11. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ფართობი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით. 12. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია საწვავით ან/და სასაუბრო დროით, თუ იგი იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს. 13. ამ კოდექსითა და მის საფუძველზე, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს: ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირზე, რომელიც არ არის სამინისტროს მოსამსახურე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე; ბ) სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/ დათხოვნილ პირზე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე; გ) სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე, იმ პირზე, რომელიც არ არის სამინისტროს/სამინისტროს სისტემის მოსამსახურე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ პირზე; ე) სამინისტროს სისტემაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე, იუნკერზე, მსმენელზე, კადეტზე, რეზერვისტზე. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    149-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული მოსამსახურის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხს; უფლებამოსილების შეჩერება და „წესები“ ტექსტიდან ამოვიდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 148შემდეგი მუხლი 150

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 186პენიტენციური კოდექ… 145

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 37სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში
  • 150სამსახურთან დაკავშირებული საკითხები
  • 35სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 41მოსამსახურის სოციალური დაცვა

პენიტენციური კოდექსი

  • 27მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 63მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
  • 61მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 57მოხელის შრომის ანაზღაურება

პოლიციის შესახებ

  • 51¹სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 22სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 59

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³592251¹41576361186371503514527149
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026