1.სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2.სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების ყოველწლიური მოცულობა, მიმდინარე საფინანსო წელს გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში განისაზღვრება დახურული მუხლით. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1608 - სსმ I, №33, 01.07.200 წ., მუხ. 202 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1233 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2611 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4070 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

