ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 12 იან. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ( 110-ე მუხლი ; 111-ე მუხლი ; 112-ე მუხლი ; 113-ე მუხლი ; 114-ე მუხლი ; 115-ე მუხლი ; 116-ე მუხლი ; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი ; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი ; 220 1 მუხლის მე-2 ნაწილი ; 229 1 მუხლის მე-3 ნაწილი ; 238-ე მუხლი ; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი ; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი ; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი ; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი ; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 342 1 მუხლის მე-2 ნაწილი ; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი ); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ( 117-ე მუხლის პირველი ნაწილი ); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ( 139-ე მუხლი ; 140-ე მუხლი ; 141-ე მუხლი ); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ( 142-ე მუხლი ; 142 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ; 143 3 მუხლის პირველი ნაწილი ; 144 2 მუხლი ; 144 3 მუხლის პირველი ნაწილი ; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი ; 153-ე მუხლი ; 154-ე მუხლი ; 155-ე მუხლი ; 156-ე მუხლი ; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი ; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი ; 162-ე მუხლი ; 163-ე მუხლი ; 164-ე მუხლი ; 164 1 მუხლი ; 164 2 მუხლი ; 164 3 მუხლი ; 166-ე მუხლი ); არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ( 171-ე მუხლის მე-3 ნაწილი ); ბავშვის შეცვლა ( 174-ე მუხლი ); პროსტიტუციაში ჩაბმა ( 253-ე მუხლის პირველი ნაწილი ); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ( 320-ე მუხლის პირველი ნაწილი ; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი ); სამოხელეო დანაშაული ( 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ; 334-ე მუხლი ; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი ; 337-ე მუხლი ; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი ; 340-ე მუხლი ; 341-ე მუხლი ; 342-ე მუხლი ); სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა ( 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ); სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია ( 369 1 მუხლის მე-2 ნაწილი ); დანაშაულის დაფარვა ( 375-ე მუხლი ); დანაშაულის შეუტყობინებლობა ( 376-ე მუხლი ); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ ( 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი ; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ ( 405-ე მუხლი ).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1189611324153
მნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა