ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2016

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65 (სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსის 110-ე–115-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143 3 მუხლის პირველი ნაწილით, 144 2 მუხლით, 144 3 მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 174-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 194 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 253-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 255 1 და 255 2 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 262-ე მუხლის 1 1 ნაწილით, 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის პირველი ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 268-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე და 270-ე მუხლებით, 271-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით, 285-ე მუხლის პირველი ნაწილით, 286-ე და 317-ე მუხლებით, 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 320-ე მუხლის პირველი ნაწილით, 321-ე მუხლის პირველი ნაწილით, 322 1 მუხლით, 322 2 მუხლის პირველი ნაწილით, 330 1 მუხლის პირველი ნაწილით, 331-ე მუხლის პირველი ნაწილით, 331 2 მუხლით, 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, 339 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 378-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 378 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 378 2 , 381-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისა; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გარდა იმავე კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის არცერთი ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება; ბ) თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

3.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65 (სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 200 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 200 2 მუხლის მე-4 ნაწილით, 200 4 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 200 5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 200 6 მუხლის მე-4 ნაწილით, 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 205 1 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 249-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული.

4.ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიმართ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-2 პუნქტში მითითებული პირობის გათვალისწინებით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №479აპ-182019-01-1816
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საქმე შეეხებოდა საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის მსჯავრდების გასაჩივრების საკასაციო წესით დასაშვებობას. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ საჩივარი დასაშვებობის არცერთ საფუძველს არ აკმაყოფილებდა და განსახილველად არ დაუშვა. უცვლელად დარჩა განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა, თუმცა ამნისტიით იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
115118182200200¹200²200⁴7113351151
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა