ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 27 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით, 124-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197 1 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 207 2 მუხლით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220 1 მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 238 1 მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარებისა), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა) ან მე-2 ნაწილით (გარდა ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის პირველი  ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 287 1 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის  პირველი  ნაწილით,  356-ე  მუხლის პირველი  ან მე-2  ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით.

2.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 1 1 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 1 ​ 2 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ამ დანაშაულის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევისა), 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 204 1 მუხლით, 208-ე მუხლით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220 1 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240 1 მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით, 278-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 337

ყველა გადაწყვეტილება
  • №1331აპ-242025-06-26181
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებისა და მცდელობის გამიჯვნა

    საქმე შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებისა და მცდელობის გამიჯვნას, მტკიცებულებათა შეფასებასა და ამნისტიის გამოყენებას. უზენაესმა სასამართლომ გასაღების მცდელობა დაუდასტურებლად მიიჩნია, 19 აპრილის ეპიზოდიდან ერთი შენაფუთის შეძენის, შენახვისა და გასაღების მიზნით განთავსების ბრალდება ამორიცხა და ცალკეული სასჯელები ამნისტიით შეამცირა. დაცვის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ორივე მსჯავრდებულს საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №38აპ-252025-07-1549
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური დანაშაულის მტკიცება

    საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური დანაშაული მოითხოვს ქმედების დაწყებამდე შეთანხმების მტკიცებულებას, ხოლო სასამართლო შეზღუდულია წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი ფორმულირებით. პალატამ ძარცვაში ბრალდებული გაამართლა, რადგან მისაკუთრების მიზანი გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა და ძარცვის ბრალდების ქონების დაზიანებაზე გადაკვალიფიცირება ბრალდების ფარგლებს გასცდა. ხულიგნობისთვის მსჯავრდებულს საბოლოოდ ოთხი წლით, ცხრა თვითა და ჩვიდმეტი დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; მეორე მსჯავრდებულს კი — ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და რვა ათასი ლარის ჯარიმა.

  • №1118აპ-242024-10-2145
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, დასტურდებოდა თუ არა ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის აუცილებელი მოკვლის განზრახვა. პალატამ მიიჩნია, რომ მოკვლის განზრახვა გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა და ძალაში დატოვა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების კვალიფიკაცია. ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული გათავისუფლდა პასუხისმგებლობისა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო იარაღთან დაკავშირებული უფლებების სამი წლით შეზღუდვა შენარჩუნდა.

  • №781აპ-252026-02-12201
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განმარტა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულების გამიჯვნის, ადევნების შემადგენლობის დადასტურებისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხები. მან თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის მსჯავრდება იძულებად გადააკვალიფიცირა, ადევნების ბრალდებაში პირი გაამართლა და გამოძალვის ერთ ეპიზოდში მსჯავრდება ძალაში დატოვა. საბოლოოდ მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.

  • №486აპ-252025-10-15106
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თაღლითობისა და სამოქალაქო ურთიერთობის გამიჯვნა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა თაღლითობის სამოქალაქო ურთიერთობისაგან გამიჯვნა, მოტყუებით მიღებული ქონების ლეგალიზაციის ნიშნები და ამნისტიის გამოყენება. პალატამ ძალაში დატოვა მსჯავრდება თაღლითობის ორ ეპიზოდსა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, თუმცა ამნისტიით თითოეული თაღლითობისათვის დანიშნული სასჯელი შეამცირა. საბოლოო სასჯელი შთანთქმის წესით უცვლელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით ცხრა წლითა და ექვსი თვით.

  • №1146აპ-242025-02-2039
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებისა და მცდელობის გამიჯვნა

    საკასაციო სასამართლომ შეაფასა, წარმოადგენდა თუ არა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით გადამალვა გასაღების მცდელობას. პალატამ ძალაში დატოვა გასაღების მომზადებისათვის მსჯავრდება, რადგან შემძენთან კონტაქტი და მისთვის ადგილმდებარეობის ფოტოსურათის გაგზავნა არ დადასტურდა. ამნისტიით მსჯავრდებული გათავისუფლდა შეძენა-შენახვისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ხოლო საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
120122124126152177186113813251
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა