ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.

209)124-ე, 128-ე, 129-ე, 191-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 204 1 , 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 221-ე, 243-ე, 259-ე, 279-ე, 301-ე, 303-ე, 305-ე, 344-ე, 344 1 , 347-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 304-ე მუხლის პირველი ნაწილით .

2.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ და ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3.წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი . მუხლი 2 1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 200 1 მუხლის პირველი ნაწილით, 200 2 მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 276-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

2.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ.

3.გაუნახევრდეთ ძირითადი სასჯელი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისთვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. მუხლი 3 1. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან .

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე , რომლებიც შეფარდებულია , როგორც ძირითადი სასჯელი .

3.ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 36

ყველა გადაწყვეტილება
  • №19601-132014-01-0920
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული დანაშაულისათვის ამნისტიის გამოყენება

    საკასაციო პალატამ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა ამნისტია ნარკოტიკული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელზე. პალატამ მსჯავრდებული გაათავისუფლა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო 1960 წლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი მეოთხედით შეუმცირა. საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩაითვალა სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა; მას ჩამორთმეული უფლებებიც აღუდგა.

  • №19471-132013-10-3110
    საკასაციო არსებითი (T2)

    არასრულწლოვანების ასაკში ჩადენილი დანაშაულის ამნისტია

    საკასაციო პალატამ განიხილა არასრულწლოვანების ასაკში ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მიმართ ამნისტიის გამოყენება. პალატამ საჩივარი დააკმაყოფილა და სასჯელი ერთი მეოთხედით შემცირების ნაცვლად გაანახევრა. საბოლოოდ მსჯავრდებულს მოსახდელად განესაზღვრა ერთი წლით, ათი თვითა და თხუთმეტი დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №1791-132013-03-0114
    საკასაციო არსებითი (T2)

    არასრულწლოვანების ასაკში ჩადენილ დანაშაულზე ამნისტია

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა არასრულწლოვანების ასაკში ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტიის გამოყენებით სასჯელის შემდგომი შემცირების მოთხოვნა. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №6საზ-112011-03-1510
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის საჩივარში მითითებული გარემოება საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ასეთ საფუძველს არ წარმოადგენდა, საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძალაში დატოვა. უცვლელი დარჩა საბოლოო სასჯელი: ცხრა წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხუთი ათასი ლარის ჯარიმა და ხუთი წლით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა.

  • №116აპ-102010-06-2810
    საკასაციო არსებითი (T2)

    ყაჩაღობის ეპიზოდში ბრალეულობის დადგენა

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ორი ყაჩაღური თავდასხმა დადასტურებული იყო, თუმცა მესამე ეპიზოდში გამართლების შეფასებამდე უნდა გარკვეულიყო, როგორ შეიტყო პოლიციამ გატაცებული სარკეების ადგილსამყოფელი. პალატამ ასევე განმარტა, რომ ცივი იარაღის ტარება ერთიანი დენადი დანაშაულია და ორი ეპიზოდის ცალ-ცალკე კვალიფიკაცია არასწორია. პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №785აპ2010-02-157
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობისა და ნივთის დაზიანების მტკიცებულებებით დადასტურება

    საკასაციო პალატამ საკმარისად და უტყუარად მიიჩნია ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, განაჩენიდან ამორიცხა დაზარალებულის სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრება, რადგან დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ და მსჯავრდებული სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ იყვნენ. დაზარალებულს დარჩა თანხის მოთხოვნის უფლება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო საბოლოო სასჯელად დარჩა 3000 ლარის ჯარიმა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
177178180182197200¹1138132511
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა