საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 18. მშვიდობიანი გავლის დროებითი შეჩერება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით შეაჩეროს ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში.

2.გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროებითი შეჩერების შესახებ ძალაში შედის მისი „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4599 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4220 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით შეაჩეროს ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში. 2. გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროებითი შეჩერების შესახებ ძალაში შედის მისი „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4599 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4220 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ნაოსნობის დროებით შეჩერებას თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით.

  2. პირველ პუნქტში სამხედრო სწავლებისას ნაოსნობის დროებით შეჩერებაზე შეთანხმების ორგანო ახლა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციაა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის ნაცვლად; წინადადება ახლებურად დალაგდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16192417116842192965131018
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო გზების შე…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა