Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებმუხლი 19

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 19. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023
თემები:გარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემებისათვის მშვიდობიანი გავლა ნებადართულია.

2.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გავლად ითვლება ტერიტორიული წყლების შეუჩერებლად და სათანადო სისწრაფით გადაკვეთა საქართველოს შიდა წყლებში შეუსვლელად ანდა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ღია ზღვაში გასვლის მიზნით.

3.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას გემს ეკრძალება: ა) ნაოსნობისათვის აკრძალულ იმ რაიონებში შესვლა, რომელთა შესახებაც ცნობები დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული; ბ) გაჩერება, ადამიანების გადმოსხდომა (ჩასხდომა), ტვირთებისა და ცხოველების გადმოტვირთვა (ჩატვირთვა), აგრეთვე სანაოსნო საშუალებათა წყალში ჩაშვება, საფრენი აპარატების გემიდან აფრენა და გემზე მიღება, სარეწი და კვლევითი საქმიანობა საამისოდ აკრძალულ ადგილებში ან დაშვებულ ადგილებში, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის გარეშე; გ) ისეთი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით; დ) საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; ე) მანევრები ან სამხედრო სწავლება იარაღის გამოყენებით; ვ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ; ზ) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას; თ) ნებისმიერი სამხედრო აღჭურვილობის გემზე მიღება ან გემიდან მოხსნა, სამხედრო საფრენი საშუალების გემიდან აფრენა ან გემზე მიღება; ი) ზღვის განზრახ, მნიშვნელოვნად დაბინძურება; კ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გემის გავლასთან.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.

5.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის დროს უცხო სახელმწიფოს გემზე ან სპეციალური დანიშნულების გემზე, რომელიც ასრულებს სახელმწიფო დავალებას, საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატანად გათვალისწინებულ მდგომარეობაში, საგანგებო შალითაში, ხოლო თევზჭერის საშუალება და სხვა აღჭურვილობა მოთავსებული უნდა იყოს შესანახად განკუთვნილ ადგილზე.

6.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წყალქვეშა ნავი და სხვა წყალქვეშა საშუალება უნდა გადაადგილდეს წყალზედა მდგომარეობაში და უნდა აღმართოს თავისი ალამი.

7.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც დადგენილია სანავიგაციო გზები და მოძრაობის გამიჯვნის სქემები, უცხო სახელმწიფოს გემი უნდა გადაადგილდეს აღნიშნული გზებით და მოძრაობისას უნდა ისარგებლოს ამ სქემებით. სანავიგაციო გზებსა და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე მათ კოორდინატებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

8.საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო სახელმწიფოს ატომური, სამხედრო ან არასამხედრო გემის შემოსვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული და შიგა წყლების რომელიმე რაიონში. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემებისათვის მშვიდობიანი გავლა ნებადართულია. 2. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გავლად ითვლება ტერიტორიული წყლების შეუჩერებლად და სათანადო სისწრაფით გადაკვეთა საქართველოს შიდა წყლებში შეუსვლელად ანდა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ღია ზღვაში გასვლის მიზნით. 3. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას გემს ეკრძალება: ა) ნაოსნობისათვის აკრძალულ იმ რაიონებში შესვლა, რომელთა შესახებაც ცნობები დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული; ბ) გაჩერება, ადამიანების გადმოსხდომა (ჩასხდომა), ტვირთებისა და ცხოველების გადმოტვირთვა (ჩატვირთვა), აგრეთვე სანაოსნო საშუალებათა წყალში ჩაშვება, საფრენი აპარატების გემიდან აფრენა და გემზე მიღება, სარეწი და კვლევითი საქმიანობა საამისოდ აკრძალულ ადგილებში ან დაშვებულ ადგილებში, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის გარეშე; გ) ისეთი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით; დ) საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; ე) მანევრები ან სამხედრო სწავლება იარაღის გამოყენებით; ვ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ; ზ) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას; თ) ნებისმიერი სამხედრო აღჭურვილობის გემზე მიღება ან გემიდან მოხსნა, სამხედრო საფრენი საშუალების გემიდან აფრენა ან გემზე მიღება; ი) ზღვის განზრახ, მნიშვნელოვნად დაბინძურება; კ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გემის გავლასთან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში. 5. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის დროს უცხო სახელმწიფოს გემზე ან სპეციალური დანიშნულების გემზე, რომელიც ასრულებს სახელმწიფო დავალებას, საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატანად გათვალისწინებულ მდგომარეობაში, საგანგებო შალითაში, ხოლო თევზჭერის საშუალება და სხვა აღჭურვილობა მოთავსებული უნდა იყოს შესანახად განკუთვნილ ადგილზე. 6. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წყალქვეშა ნავი და სხვა წყალქვეშა საშუალება უნდა გადაადგილდეს წყალზედა მდგომარეობაში და უნდა აღმართოს თავისი ალამი. 7. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც დადგენილია სანავიგაციო გზები და მოძრაობის გამიჯვნის სქემები, უცხო სახელმწიფოს გემი უნდა გადაადგილდეს აღნიშნული გზებით და მოძრაობისას უნდა ისარგებლოს ამ სქემებით. სანავიგაციო გზებსა და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე მათ კოორდინატებს ადგენს საქართველოს მთავრობა. 8. საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო სახელმწიფოს ატომური, სამხედრო ან არასამხედრო გემის შემოსვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული და შიგა წყლების რომელიმე რაიონში. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    მე-19 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში „უშიშროება“ ჩანაცვლდა „უსაფრთხოებით“.

  2. 8 ოქტ. 2013

    მე-7 პუნქტში სანავიგაციო გზების, გამიჯვნის სქემებისა და კოორდინატების დადგენა პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობას გადაეცა; მე-8 პუნქტში გემის შემოსვლის შეზღუდვის ან აკრძალვის უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს და „შიდა წყლები“ შეიცვალა „შიგა წყლებით“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2023 · №37

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 42ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა
  • 21საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში სხვა სახელმწიფოს გემისათვის სარეწი, კვლევითი და ჰიდროგრაფიული საქმიანობის აკრძალვა
  • 18საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 16საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლება
  • 17უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა
  • 24საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 23 (დანართი 1)
  • 6 (დანართი 2)საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემით სარგებლობისა და ცურვის წესები
  • 1 (დანართი 2)საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი

საზღვაო კოდექსი

  • 18
  • 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114¹საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161724114¹1822042211823 (დ…6 (და…1 (და…19
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საზღვაო სი…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026