საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 24. საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ საქართველოს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი არიან: ა) გაუგზავნონ შეკითხვა და მიიღონ პასუხი, თუ გემი ეჭვმიტანილია მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევაში; ბ) წინადადება მისცენ გემს შეიცვალოს კურსი, თუ იგი მიემართება იმ რაიონისაკენ, სადაც ნაოსნობა აკრძალულია; გ) გააჩერონ გემი და დაათვალიერონ იგი, ან ჩაუტარონ ინსპექტირება და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტი; დ) მიიღონ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ; ე) დააკავონ გემი და მიაცილონ იგი საქართველოს უახლოეს ნავსადგურში, გადასცენ გემის მიერ ჩადენილი დარღვევის მასალები საგამოძიებო ორგანოებს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოში გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს; ვ) აკრძალონ გემის შესვლა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე, თუ გემი ან მისი ტვირთი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან ზღვის ცოცხალ რესურსებს; ზ) აკრძალონ გემის ნავსადგურიდან გასვლა, თუ გემის ტექნიკური მდგომარეობა ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს; თ) თუ უცხო ქვეყნის გემი არ ემორჩილება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და წინააღმდეგობას უწევს მათ დაკავების დროს, ამ ორგანოებს უფლება აქვთ მიმართონ იძულების ხერხებს, მათ შორის, დადგენილი წესით გამოიყენონ იარაღი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 1999 – 5 აპრ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211226826044¹⁰36184210 (დ…14 (დ…19 (დ…24
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საზღვაო სი…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა