წიაღის შესახებ

მუხლი 32¹. საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასა რგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს ან/და უარყოფით გავლენას მოახდენს ლიცენზიის მფლობელი პირის ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებსა და ინტერესებზე, არ შეეხება საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზედაც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ლიცენზიის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3.სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, ლიცენზიის მფლობელს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ლიცენზიის პირობებს.

4.ეს მუხლი არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს ან/და უარყოფით გავლენას მოახდენს ლიცენზიის მფლობელი პირის ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებსა და ინტერესებზე, არ შეეხება საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზედაც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ლიცენზიის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს. 3. სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, ლიცენზიის მფლობელს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ლიცენზიის პირობებს. 4. ეს მუხლი არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274 მუხლი 33. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის მოთხოვნები 1. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო  და მუნიციპალიტეტის ორგანოების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას წიაღით სარგებლობის სფეროში. 2. აკრძალულია წიაღით მოსარგებლეთა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვა. 3. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2162 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6899 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი მეოთხე. (ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. მუხლი 34 . ( ამოღებულ ია) საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. მუხლი 35 . ( ამოღებულ ია) საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. მუხლი 36 . ( ამოღებულ ია ) საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. მუხლი 37 . ( ამოღებულ ია ) საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი მეხუთე. წიაღის დაცვა და წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 30 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 15 იან. 2015 – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2014 – 31 მარ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. შემოღებულია 32¹ მუხლი, რომელიც კონტინენტური შელფის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს უცვლელ საკანონმდებლო და ნორმატიულ რეჟიმს უზრუნველყოფს და სახელმწიფო ორგანოებს უფლებათა რეალიზაციაში ხელის შეშლას უკრძალავს; ნავთობისა და გაზის კანონით რეგულირებული ურთიერთობები გამორიცხულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4140527477¹5¹916532¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …წიაღის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…გურიის ეროვნული პარკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა