1.პირს, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას უფლება აქვს: ა) საქართველოს დაზვერვის სისტემასთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით; ბ) საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს საქართველოს დაზვერვის სისტემის მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რაც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას საქართველოს დაზვერვის სისტემისათვის დახმარების გაწევის დროს.
2.პირი, რომელიც თანამშრომლობს საქართველოს დაზვერვის სისტემასთან, ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს დაზვერვის სისტემასთან თანამშრომლობის პირობები; ბ) არ მიაწოდოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
3.პირი, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაზვერვის სისტემასთან თანამშრომლობის დროს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
