ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 37. საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახური უფლებამოსილია ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის , გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს გაუგზავნოს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა და უპასუხოს ანალოგიურ თხოვნას ან საკუთარი ინიციატივით მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს ასეთი ინფორმაცია .

2.სამსახურმა დროულად უნდა მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია , რომლის მოპოვების უფლება სამსახურს ამ კანონის 35- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აქვს , თუ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა დასაბუთებულია , აღწერს იმ გარემოებებს , რომლებიც მას საფუძვლად დაედო , და განმარტავს ასეთი ინფორმაციის შემდგომი გამოყენების გზებს . სამსახური სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებისას კომუნიკაციის დაცულ საშუალებებს იყენებს .

3.სამსახური არ დააკმაყოფილებს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას , თუ ამ თხოვნის დაკმაყოფილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას , შელახოს პირის კანონიერი ინტერესები ან საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები . კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სამსახურის უარი დასაბუთებული უნდა იყოს და სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს დროულად უნდა განემარტოს .

4.სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ამ კანონის 35- ე მუხლის მე -2− მე -4 პუნქტებით დადგენილი წესით და აღნიშნული ინფორმაციის მხოლოდ ამ კანონის 34- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიზისთვის ან შესაბამის თხოვნაში მითითებული სხვა მიზნით გამოყენება . დაუშვებელია ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის წინასწარი ნებართვის გარეშე .

5.სამსახურმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები , რომ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურმა დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სამსახურის მიერ ნებადართული მიზნით გამოიყენოს .

6.სამსახურმა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა აცნობოს მისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ ან აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგები .

7.სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება , რომელიც ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის , გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოაწესრიგებს . თავი IX ზედამხედველობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1182370431020233034393537
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საგადასახა…პროკურატურის შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა