სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.(ამოღებულია – 17.06.2011, №4827).

2.აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

3.აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 ­– ვებგვერდი, 20.12.2019წ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 ­– ვებგვერდი, 20.12.2019წ.

4.თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს მოგირავნე/იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარი არის საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე გადასცემს), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება აგრეთვე ქონებაზე ასეთი კრედიტორის გირავნობის/იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.

4¹.(ამოღებულია).

5.სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

6.ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.

7.(ამოღებულია – 17.06.2011, №4827).

8.თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 ­– ვებგვერდი, 19.11.2019წ.

8¹.თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.

9.(ამოღებულია – 28.10.2011, №5171) . საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1311 – ვებგვერდი, 13.02.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 ­– ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 ­– ვებგვერდი, 20.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

9

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/6/131117.12.2019გადაწყვეტილება(3)
    ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია

    „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

    არაკონსტიტუციურია მაუწყებლის წილის ან აქციების იძულებითი აუქციონით ისეთ სუბიექტზე გადაცემა, რომლის მიერ შეძენაც მაუწყებელს კანონით აკრძალული ოფშორული კავშირის მქონე პირად აქცევს.

    ძალის დაკარგვის თარიღი: 17.12.2019§128§127
  • №2/5/87914.11.2019გადაწყვეტილება(8)
    ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია

    ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    არაკონსტიტუციურია პირველი და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და იმავე კრედიტორის სასარგებლოდ იმავე მოთხოვნაზე ამ ქონების მიმართ სააღსრულებო წარმოების აკრძალვა.

    ძალის დაკარგვის თარიღი: 14.11.2019საქმის გადასინჯვის საფუძველი§90§94
  • №2/1/131107.02.2019საოქმო ჩანაწერი(3, 1, 2, 4, 4^1, 5, 6, 7, 8, 8^1, 9)
    ნორმის მოქმედება შეჩერდა

    „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

  • №2/3/86823.03.2018საოქმო ჩანაწერი(4, მე-2 წინადადების სიტყვები „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“, 4, მე-3 წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/5/128123.03.2018საოქმო ჩანაწერი(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    შპს „თორაძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/4/122523.03.2018საოქმო ჩანაწერი(4, პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებები, 4, მე-3 წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ყველა 9 გადაწყვეტილების ნახვა (+3)
  • №2/14/87908.09.2017საოქმო ჩანაწერი(8, 8, მე-3 წინადადება, 8, პირველი და მე-2 წინადადებები)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №125018.08.2017კონსტიტუციური სარჩელი(81)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №87922.03.2017კონსტიტუციური სარჩელი(8)
    პროცესუალური / დასაშვებობა
უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 39

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-985-20182019-01-1721სამოქალაქო
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა ამხანაგობის თავმჯდომარემ საერთო კრების თანხმობის გარეშე ამხანაგობის ქონება იპოთეკით დატვირთოს, თუ სადამფუძნებლო ხელშეკრულება ამგვარ გადაწყვეტილე

    ამხანაგობამ მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში გაუქმება და ქონების დატვირთვისაგან გათავისუფლება, ხოლო მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით იპოთეკის საგნის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თავმჯდომარეს სესხის აღების უფლებამოსილება ჰქონდა, მაგრამ საერთო კრებას მისთვის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია. სასამართლოს განმარტებით, იპოთეკის ბათილობა თავისთავად არ იწვევს ძირითადი სესხის ვალდებულების ბათილობას, ხოლო ბათილი იპოთეკიდან ვერ წარმოიშობა მისი საგნის საკუთრებაში გადაცემის უფლება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ბს-13-13(2კ-უს-14)2014-01-2718ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სააღსრულებო და სარეგისტრაციო აქტების ბათილობა და უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები

    მოსარჩელე ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტების ბათილად ცნობას, რომლებიც ქონების იძულებით რეალიზაციასა და რეგისტრაციას უკავშირდებოდა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შემდგომ მთელ უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოება აკრძალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება გადაწყვეტილების რეალურ აღსრულებას და მისი ფარგლები დავის საგანს უნდა შეესაბამებოდეს. კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აკრძალვა დარჩა მოვალის ყოფილ წილზე, ხოლო სხვა თანამესაკუთრისგან შეძენილ წილზე გაუქმდა.

  • №ბს-34-34(3კ-12)2012-06-1455ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    აუქციონზე შეძენილ სამ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება

    მოსარჩელე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისგან აუქციონზე შეძენილ სამ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის უფლება მისი გაუქმების გარეშე გასხვისებულ ქონებას ახალ მფლობელთანაც მიჰყვებოდა. ფიზიკური პირის მიმართ ეს წესი მოქმედებდა საგადასახადო კოდექსში 2010 წელს შეტანილ ცვლილებებამდეც. სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ას-891-1198-072008-05-1360სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უნდა შეამოწმოს სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებამდე?

    მოსარჩელე ითხოვდა აგრარული ბაზრის შესაძენად თანხის გადახდის აღიარებასა და ბაზრის მესაკუთრედ ცნობას. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მატერიალური წინაპირობები, რაიკოოპერატივის პროცესუალური სტატუსი და დავის განსჯადობა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს აქტები გაუქმდა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-13-13(2კ-უს-14)2014-12-2517ადმინისტრაციული
    კრებულიგანუხილველად დატოვება

    სააღსრულებო და სარეგისტრაციო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტების ბათილად ცნობას, რომლებიც უძრავი ქონების აღსრულებასა და რეგისტრაციას უკავშირდებოდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეებს შეუძლიათ დავის მორიგებით დასრულება, თუ მორიგება კანონს არ ეწინააღმდეგება და საჯარო ინტერესებს არ ლახავს. სასამართლომ დაამტკიცა მორიგება, გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნებზე უარის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა. სასამართლომ ასევე გააუქმა ძალაში დარჩენილი უზრუნველყოფის ღონისძიება.

  • №ას-1221-1146-20152016-05-2026სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის უნდა დაინიშნოს არასრულწლოვანი მოსარჩელისთვის სპეციალური წარმომადგენელი მშობლებთან ინტერესთა კონფლიქტის გამო?

    არასრულწლოვანი მოსარჩელე მოითხოვდა მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ ორი ხელშეკრულების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლებსა და ბავშვს შორის ინტერესთა კონფლიქტის გამო საქმის ხელახალი განხილვისას ბავშვს სპეციალური წარმომადგენელი უნდა დაენიშნოს. სასამართლოს განმარტებით, უნდა გაირკვეს აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი და მოსარჩელის მიზნის შესაბამისი მოთხოვნა, აგრეთვე გამოიკვლეს დავის გადაწყვეტისთვის არსებითი გარემოებები. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. (ამოღებულია – 17.06.2011, №4827). 2. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 3. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 ­– ვებგვერდი, 20.12.2019წ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 ­– ვებგვერდი, 20.12.2019წ. 4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს მოგირავნე/იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარი არის საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე გადასცემს), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება აგრეთვე ქონებაზე ასეთი კრედიტორის გირავნობის/იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება. 4 1 . (ამოღებულია). 5. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. 6. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. 7. (ამოღებულია – 17.06.2011, №4827). 8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 ­– ვებგვერდი, 19.11.2019წ. 8 1 . თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი. 9. (ამოღებულია – 28.10.2011, №5171) . საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1311 – ვებგვერდი, 13.02.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 ­– ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 ­– ვებგვერდი, 20.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაემატა შენიშვნა ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების შესახებ, ხოლო მე-9 პუნქტთან — საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის მითითება.

  4. 75-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი უშედეგო აუქციონების შემდეგ ყადაღის მოხსნისა და ქონების მოვალისთვის დაბრუნების შესახებ.

  5. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტში ფინანსური ინსტიტუტების იპოთეკარის ნორმა მრავლობით რიცხვშია; ამოღებულია საგადასახადო გირავნობის გაუქმების დროითი პირობა და „მ“ ქვეპუნქტის გადაწყვეტილების აღსრულების წესი.

  6. · გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
  7. მე-2 პუნქტში ფასის გადახდის ვადა 1 კვირიდან 10 კალენდარულ დღემდე შეიცვალა; მე-8 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 8¹ პუნქტი 5000 ლარზე დაბალი ღირებულების ქონების ერთი აუქციონის შესახებ.

  8. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    75-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულია.

  9. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-5 და მე-6 პუნქტებში ტერმინი „ნივთი“ შეიცვალა „ქონებით“, ხოლო მე-5 პუნქტში ახალი მესაკუთრე ქონების ფლობასთან ან/და მისით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილე ხდება. მე-7 პუნქტის ნორმა ამოღებულია და მის ადგილას დაემატა მე-8 და მე-9 პუნქტები უშედეგო აუქციონისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოების შესახებ.

  10. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  11. 75-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების შემძენზე რეგისტრაციას, თუ შემძენმა განცხადება წარადგინა და რეგისტრაციის საფასური სრულად გადაიხადა.

  12. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    მე-4 პუნქტის ბოლო წინადადებაში ადრე რეგისტრირებული უფლებების უცვლელობა ახლა მითითებულია „ყველა შემთხვევაში“. ამოღებულია 4¹ პუნქტი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ძალაში დარჩენის შესახებ.

  13. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
  14. მე-4 პუნქტში იპოთეკარი დაკონკრეტდა ბანკების, მიკროსაფინანსო, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების სახით, ადრე რეგისტრირებულ უფლებებში პირდაპირ დასახელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო ახალი 4¹ პუნქტი მის ძალაში დარჩენას ადგენს.

  15. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  16. მე-2 პუნქტში თანხის ნაწილის შეტანის ვადა ორი კვირიდან ერთ კვირამდე შეიცვალა; დაემატა მე-5 და მე-6 პუნქტები საკუთრების გადასვლისას უფლებების გაუქმებისა და ახალი მესაკუთრის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

  17. 75-ე მუხლის პირველ პუნქტში განკარგულება განსაზღვრულია როგორც სასამართლო აღმასრულებლის განკარგულება, ხოლო მისი შინაარსის აღწერა ახლებურად არის ფორმულირებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7677¹376949306⁵306⁶62436³768 (და…8675
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…იძულებითი აუქციონის ჩა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა