Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 69

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:მოძრავი ქონების აუქციონიუძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაუძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³2344¹5

1.იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

1¹.თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ინფორმაციის მოძიებას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე.

1².თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის, უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად მისი უფლება დაირღვა ან/და მას მიადგა ზიანი, უფლებამოსილია მოვალეს წაუყენოს პრეტენზია.

1³.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალის რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის (მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის) შესახებ.

2.(ამოღებულია).

3.ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

4.ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში.

4¹.ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა.

5.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 29 დეკ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 ნოე. 2019
  2. 29 დეკ. 2015

    პირველ მითითებულ პუნქტში „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალა „ვ“ ქვეპუნქტით („გათვალისწინებული“ გადაწყვეტილება) და დაზუსტდა მარეგისტრირებელ ორგანოსთან მიმართვის ფორმულირება დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციაზე; მე-4 პუნქტში „ამ ქონებაზე“ შეიცვალა „აღნიშნულ ქონებაზე“-ით.

  3. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  4. 17 მაი. 2012

    დაემატა 1³ პუნქტი, რომელიც ადგენს საკუთრების უფლების აღიარების სასამართლო წესს და ბიუროს უფლებას მოითხოვოს ქონების რეგისტრაცია განჩინების საფუძველზე.

  5. 16 იან. 2012

    69-ე მუხლის 4¹ პუნქტში მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღმასრულებელი აუქციონს ატარებს მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ ამ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა, და არა მის მიერ დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობისა.

  6. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    აუქციონის ჩატარების ვადა ყადაღის დადებიდან 2 თვეა. დაემატა 1¹ და 1² პუნქტები ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივით დადასტურებულ მოვალის ქონებაზე ყადაღისა და აღსრულების წესის შესახებ.

  7. 10 მარ. 2011

    69-ე მუხლის პირველ პუნქტში 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში იძულებითი აუქციონის 1-თვიანი ვადა სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან აითვლება, სხვა შემთხვევაში – ქონების შეფასებიდან.

  8. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  9. 22 დეკ. 2010

    მე-4 და 4¹ პუნქტებში წესი გავრცელდა ზოგადად ქონებაზე (არა მხოლოდ უძრავზე), ხოლო ყადაღის რეგისტრაციის ადგილად დასახელდა მარეგისტრირებელი ორგანო; მე-5 პუნქტი ამოღებულია.

  10. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
  11. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  12. 16 დეკ. 2000

    69-ე მუხლში იძულებითი აუქციონის განკარგულების გამცემი ორგანო სასამართლო აღმასრულებელია.

  13. 29 სექ. 1999

    69-ე მუხლში იძულებითი აუქციონის წინაპირობა გავრცელდა უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იძულებითი იპოთეკის რეგისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების აღწერა, დაყადაღება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განმეორებითი და ხელახალი აუქციონის მომზადებასერვისის გვერდი
  • კერძო აღმასრულებლის მომსახურება სააუქციონო პროცესშისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 13 ცვლილება · ბოლო 19 ნოე. 2019
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 17 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14⁶მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 50ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია
  • 78სეკვესტრი
  • 70აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 102აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 302იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
  • 310ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)
  • 306⁴აუქციონის ჩატარება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
  • 241ქონებაზე ყადაღის დადება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 54საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 30საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 8აუქციონში მონაწილეობის პირობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214⁶75507870302310306⁴3024224154810269
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026