1.კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც მას მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მომსახურების გაწევაზე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

