Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 14⁷

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14⁷. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:კერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისასსააღსრულებო საკითხებზე იურიდიული კონსულტაციასაარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებამეუღლის სარჩელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹566¹78910111213

1.კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.

2.კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3.კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან / და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.

4.კერძო აღმასრულებლის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას კრედიტორის მოთხოვნის და აღსრულების საზღაურის ამოღების უზრუნველსაყოფად მოვალის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალებების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე.

4¹.კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5.კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

6.კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.

6¹.სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას სააღსრულებო ფურცელს ბოლოში უნდა დაემატოს კერძო აღმასრულებლის ხელმოწერა, თარიღი და სამსახურებრივი ბეჭედი.

7.აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.

8.აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. კერძო აღმასრულებლისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე. კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.

9.განაცხადის დაკმაყოფილებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი კერძო აღმასრულებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან 1 თვის ვადაში.

10.კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია პირველი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე გაითხოვოს განაცხადი. ამ შემთხვევაში მას უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.

11.სააუქციონო მომსახურება გულისხმობს: ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონების ჩატარებას; გ) პირველი აუქციონის ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებას; დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კანონით დადგენილი წესით განაწილებას.

12.აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.

13.სააუქციონო მომსახურების გაწევისას კერძო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორის მიერ აღსრულების შეჩერებისა და განახლების თაობაზე. თუ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეჩერებული აღსრულება არ განახლდება შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში, სააუქციონო მომსახურება წყდება, ხოლო კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №90 · ძალაშია 13 თებ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 დეკ. 2015

    14⁷ მუხლის პირველ პუნქტში კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია ახლა მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით განისაზღვრება, სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების ცალკე მითითების გარეშე.

  2. 16 იან. 2012

    14⁷ მუხლს დაემატა დებულება, რომ შესაბამისი მიმართვა შეიძლება განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებებით.

  3. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    14⁷ მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი კერძო აღმასრულებლის უფლებით, გამოაქვეყნებინოს საჯარო შეტყობინება ბიუროს ვებგვერდზე, საფასურით, რომელიც დგინდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

  4. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    14⁷ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განაცხადი ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს მდებარეობის კრიტერიუმის გარეშე და ხელახალი აუქციონებიც ჩაერთო; მე-11 პუნქტი გამარტივებულად ჩამოყალიბდა, ხოლო მე-13 პუნქტი აწესებს შეჩერების შეტყობინებისა და საფასურის დაბრუნების წესს.

  5. 22 დეკ. 2010

    მე-11 პუნქტში სააუქციონო მომსახურების შემსრულებელი ორგანო არის აღსრულების ეროვნული ბიურო, მომსახურება ეხება ქონებას, ხოლო ვადა ითვლება განაცხადის დაკმაყოფილებიდან. მე-12 პუნქტში ამავე ბიუროს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება აუქციონის დღის, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურით.

  6. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    მე-3 პუნქტში კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება მხოლოდ 500 000 ლარამდე ფულად მოთხოვნას ეხება, ხოლო მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში საფასურის ოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

  7. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    14⁷ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ინფორმაციის განთავსების ადგილების (ბიუროს ვებგვერდი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები) ჩამოთვლა.

  8. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    14⁷ მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ერთ საინკასო დავალებაში კრედიტორისა და კერძო აღმასრულებლის ანგარიშების მითითების წესი შეიცვალა კრედიტორის მოთხოვნისა და აღსრულების საზღაურის ამოღებისთვის დავალებების ცალ-ცალკე წარდგენით.

  9. 1 სექ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    14⁷ მუხლის პირველ პუნქტში კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილება გაფართოვდა გირავნობის მოწმობების აღსრულებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14⁶შემდეგი მუხლი 14⁸

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრებასერვისის გვერდი
  • აღსრულების საფასურის, ხარჯების და ვადების კალკულაციასერვისის გვერდი
  • კერძო აღმასრულებელთან ხელშეკრულების დადება და წარმოების დაწყებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 9 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2015
  • 15 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁶კერძო აღმასრულებელი
  • 14¹⁶კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობა
  • 14¹⁵სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 162ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო
  • 163ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი
  • 165გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 102აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 292მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363⁴⁸უფლებამოსილი სუბიექტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16216316517214⁶14¹⁶14¹⁵363⁴⁸292773102214⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…ადმინისტრაციული სახდელ…არასრულწლოვანთა მართლმ…რეაბილიტაციისა და კრედ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026