სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14¹¹. კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს: ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს; ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს; გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4566 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს: ა) სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზედაც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს; ბ) ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამ ანგარიშის ნომერს; გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4566 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთვის წარსადგენ სამსახურებრივ ბეჭედს ეხება, ბეჭედზე აღსანიშნი მონაცემებიდან ამოღებულია სამუშაო ადგილის მისამართი; რჩება სახელი, გვარი და ლიცენზიის ნომერი.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    პირველ პუნქტში დოკუმენტების წარდგენის ვადა 5 სამუშაო დღედ განისაზღვრა და სადეპოზიტო ანგარიში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშით შეიცვალა; მე-2 პუნქტში რეგისტრაციის ვადა 2-დან 5 სამუშაო დღემდე გაიზარდა და აღმასრულებელი საქმიანობას იწყებს.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    14¹¹ მუხლი ადგენს ლიცენზიის შემდეგ დოკუმენტთა წარდგენის 5-დღიან ვადას და რეესტრში რეგისტრაციას არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
414¹⁰14¹⁸14¹³161693601313¹13²1114¹¹
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს საგადასახა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ნოტარიატის შესახებუძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა