Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 14²⁰

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²⁰. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების პოლიცია ფუნქციონირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახით.

2.აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით გათვალისწინებული პრინციპებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

3.აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებლისთვის დახმარების გაწევა სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში განხორციელების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და აუცილებლობის შემთხვევაში პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად; ბ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებლისა და სხვა პირების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს და ამ პირების ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და მატერიალური რესურსების დაცვა; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა; ვ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4.აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5.აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

წინა მუხლი 14²შემდეგი მუხლი 14²¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-10-13 · №133

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14¹აღსრულების პოლიციის სამმართველო
  • 14²¹აღსრულების პოლიციელი
  • 14²აღსრულების პოლიციელი

პოლიციის შესახებ

  • 16პოლიციის ფუნქციები
  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი
  • 3საქართველოს პოლიცია

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 8პოლიციის უფლებამოსილებანი
  • 7პოლიციის მიზნები და ამოცანები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

თავდაცვის კოდექსი

  • 25სამხედრო პოლიციის ვალდებულებები
  • 24სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები

პროკურატურის შესახებ

  • 4პროკურატურის ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8714¹14²¹14²16173774252414²⁰
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებფინანსური პოლიციის შეს…არასრულწლოვანთა მართლმ…თავდაცვის კოდექსიპროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026