თავდაცვის კოდექსი

მუხლი 26. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

2.სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

3.სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, აგრეთვე საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი.

4.სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (მხოლოდ პოლკოვნიკის), აგრეთვე უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი მისი სურვილითა და მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი V სამხედრო სამსახური

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. 2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, აგრეთვე საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი. 4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (მხოლოდ პოლკოვნიკის), აგრეთვე უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი მისი სურვილითა და მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი V სამხედრო სამსახური

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი აფართოებს მინისტრის აქტით მოსაწესრიგებელ საკითხებს, ხოლო დაემატა მე-3–მე-5 ნაწილები სამხედრო პოლიციაში სპეციალური წოდების მოსამსახურის ზღვრული ასაკის, მისი გაგრძელებისა და გათავისუფლების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁵810¹163642541607944771614526
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო დაცვის სპეც…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა