Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებმუხლი 16

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹8

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე აღნიშნულ სამსახურში მიღებული სამოქალაქო პირი, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პერიოდი სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში იგი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის მოვალეობებს და ახორციელებდა სათანადო უფლებებს.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.

4.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.

5.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

6.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

7.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.

7¹.პირის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლების სხვა, ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და პირის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აღნიშნული სამსახურის უფროსი.

8.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3399 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე აღნიშნულ სამსახურში მიღებული სამოქალაქო პირი, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პერიოდი სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში იგი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის მოვალეობებს და ახორციელებდა სათანადო უფლებებს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 6 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში. 7 1 . პირის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლების სხვა, ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და პირის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აღნიშნული სამსახურის უფროსი. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3399 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 29 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 10 მაი. 2019

    მე-16 მუხლის მე-7 პუნქტში აკრძალვა შეეხება პოლიტიკური პარტიის წევრობას, გამონაკლისებს დაემატა 7¹ პუნქტი, რომლითაც უფროსის ბრძანებით შესაძლებელია შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლება.

  3. 26 სექ. 2018
  4. 11 იან. 2018
  5. 11 ივლ. 2011

    მე-6 პუნქტში გაჩნდა აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შეუსრულებლობის უფლება, ხოლო მე-7 პუნქტში აკრძალვა გაფართოვდა საპროტესტო აქციებსა და სამეწარმეო საქმიანობაზე და გამონაკლისები შეიცვალა (დაემატა სპორტული საქმიანობა, მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და სამედიცინო საქმიანობა).

  6. 17 იან. 2003

    მე-16 მუხლში „თანამშრომელი“ ჩანაცვლდა „მოსამსახურით“ და განისაზღვრა მისი სტატუსი, პირადობის მოწმობა, ბრძანების შესრულებისა და გასაჩივრების წესი, აკრძალვები და ცეცხლსასროლი იარაღის უფლება; ჩაურევლობისა და კანონსაწინააღმდეგო ბრძანებისას კანონის შესასრულებლად ზომების მიღების ნორმები ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15⁹შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №31

  • 6 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15⁴სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა
  • 10სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები
  • 9სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8¹სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი დაცვის გარანტიები
  • 11¹სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები

თავდაცვის კოდექსი

  • 30სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

პენიტენციური კოდექსი

  • 25მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები
  • 27მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა
  • 34სამსახურში დაწესებული წოდებები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 59მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹11¹815⁴1094034593025272116
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026