თავდაცვის კოდექსი

მუხლი 25. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სამხედრო პოლიცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, ამ პირის შესახებ შეატყობინოს მის ოჯახს, სამსახურს ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას; ბ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევთან ინდივიდუალური პრევენციული მუშაობა ჩაატაროს; გ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; დ) შეასრულოს საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისა და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დაეხმაროს მათ საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას; ე) უბედური შემთხვევის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების შედეგად დაზარალებულ პირს, უმწეო მდგომარეობაში, ტოქსიკური, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს გაუწიოს გადაუდებელი დახმარება, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; ვ) აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირების წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აგრეთვე აღასრულოს სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებები პირის დაკავების ან დაპატიმრების შესახებ; ზ) კანონიერი საქმიანობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ადმინისტრაციული ორგანოების შესაბამის სამსახურებთან; თ) საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
162041716592115241723102125
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამხედრო პროკურატურის …პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსიქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა