სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14³⁵. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს აღსრულების პოლიციელის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან და აღსრულების ეროვნული ბიუროს გათავისუფლებას აღსრულების პოლიციელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.

2.აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) აღსრულების პოლიციელის შვებულებაში ყოფნის დროს; ბ) აღსრულების პოლიციელის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენის დროს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) აღსრულების პოლიციელის დროებითი შრომისუუნარობის დროს; დ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით აღსრულების პოლიციელის სამსახურისგან ჩამოშორების დროს; ე) აღსრულების პოლიციელის კადრების განკარგულებაში აყვანის დროს; ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3.უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე აღსრულების პოლიციელი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძვლით სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია დისციპლინური წარმოების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივ უფლებამოსილებას შეუჩერებს (თანამდებობიდან დროებით გადააყენებს) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7.თანამდებობიდან დროებით გადაყენებული აღსრულების პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ აღსრულების პოლიციელს უნაზღაურდება განაცდური თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁶14²14³¹11²²464131¹555 (და…84742914³⁵
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა