Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 20

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 20. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მასწავლებლის დასაქმებააკადემიური დისციპლინასამედიცინო სისხლის სამართალიაკადემიური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2.მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ე) მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დარღვევა.

3.დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია მისი ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა სამსახურის რეპუტაცია ან ზიანი მიადგა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად სამსახურს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა; ე) მოსამსახურემ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი ან მოიხმარა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

4.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ზ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; თ) ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.

5.მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

6.დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

7.სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

8.დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტი გავიდა.

9.მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, ჩადენის გარემოებები, აგრეთვე მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

10.დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

11.მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.

12.მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა პირმა. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ასევე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

13.მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი V მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები, მის მიერ სამსახურის გავლის პირობები, მისი სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. 2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ე) მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დარღვევა. 3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია მისი ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა სამსახურის რეპუტაცია ან ზიანი მიადგა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად სამსახურს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა; დ) ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურის მიერ ჩადენილიმოსამსახურემ ახალი დისციპლინური გადაცდომა;გადაცდომა ჩაიდინა; ე) ესმოსამსახურემ არისექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალების,საშუალება, მისი ანალოგის ანანალოგი, პრეკურსორისპრეკურსორი ექიმისან დანიშნულებისმოიხმარა გარეშეახალი უკანონოდფსიქოაქტიური მოხმარება,ნივთიერება, თუ აღნიშნულიეს ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ზ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; თ) ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. 5. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. 6. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 7. სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. 8. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტი გავიდა. 9. მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, ჩადენის გარემოებები, აგრეთვე მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. 10. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 11. მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში. 12. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა პირმა. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ასევე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. 13. მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი V მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები, მის მიერ სამსახურის გავლის პირობები, მისი სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროფესიული გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკადემიური გადაცდომის დაცვასერვისის გვერდი
  • აკადემიური დისციპლინასერვისის გვერდი
  • მასწავლებლის დისციპლინასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 71დისციპლინური სახდელი
  • 77ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 85დისციპლინური გადაცდომები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 56მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 75⁴⁸მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება

პოლიციის შესახებ

  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება
  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 37მოსამსახურის პასუხისმგებლობა

თავდაცვის კოდექსი

  • 138დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁹11²¹75¹75⁴⁸59¹593785561382111717720
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საერთო სასამართლოების …პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026