2.აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
3.აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 – ვებგვერდი, 20.12.2019წ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 – ვებგვერდი, 20.12.2019წ.
4.თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს მოგირავნე/იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარი არის საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე გადასცემს), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება აგრეთვე ქონებაზე ასეთი კრედიტორის გირავნობის/იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.
4¹.(ამოღებულია).
5.სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
6.ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
7.(ამოღებულია – 17.06.2011, №4827).
8.თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 – ვებგვერდი, 19.11.2019წ.
8¹.თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.
9.(ამოღებულია – 28.10.2011, №5171) . საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1311 – ვებგვერდი, 13.02.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 – ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 – ვებგვერდი, 20.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.(ამოღებულია – 17.06.2011, №4827).2. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.3. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლებისშესაბამისად შეტყობინებას)-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 – ვებგვერდი, 20.12.2019წ.(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებულ სუბიექტად)-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 – ვებგვერდი, 20.12.2019წ.4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს მოგირავნე/იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარი არის საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე გადასცემს), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება აგრეთვე ქონებაზე ასეთი კრედიტორის გირავნობის/იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.41. (ამოღებულია).5. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.6. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.7.(ამოღებულია – 17.06.2011, №4827).8.თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას) -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 – ვებგვერდი, 19.11.2019წ.81. თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდებასაქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.9.(ამოღებულია – 28.10.2011, №5171).საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1311 – ვებგვერდი, 13.02.2019წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/879 – ვებგვერდი, 19.11.2019წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 – ვებგვერდი, 20.12.2019წ.საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №129 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 დეკ. 2023 – 1 აპრ. 2024ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 22
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
75-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაემატა შენიშვნა ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების შესახებ, ხოლო მე-9 პუნქტთან — საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის მითითება.
75-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი უშედეგო აუქციონების შემდეგ ყადაღის მოხსნისა და ქონების მოვალისთვის დაბრუნების შესახებ.
75-ე მუხლის მე-4 პუნქტში ფინანსური ინსტიტუტების იპოთეკარის ნორმა მრავლობით რიცხვშია; ამოღებულია საგადასახადო გირავნობის გაუქმების დროითი პირობა და „მ“ ქვეპუნქტის გადაწყვეტილების აღსრულების წესი.
· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
მე-2 პუნქტში ფასის გადახდის ვადა 1 კვირიდან 10 კალენდარულ დღემდე შეიცვალა; მე-8 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 8¹ პუნქტი 5000 ლარზე დაბალი ღირებულების ქონების ერთი აუქციონის შესახებ.
· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011
75-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011
მე-5 და მე-6 პუნქტებში ტერმინი „ნივთი“ შეიცვალა „ქონებით“, ხოლო მე-5 პუნქტში ახალი მესაკუთრე ქონების ფლობასთან ან/და მისით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილე ხდება. მე-7 პუნქტის ნორმა ამოღებულია და მის ადგილას დაემატა მე-8 და მე-9 პუნქტები უშედეგო აუქციონისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოების შესახებ.
· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
75-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების შემძენზე რეგისტრაციას, თუ შემძენმა განცხადება წარადგინა და რეგისტრაციის საფასური სრულად გადაიხადა.
· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010
მე-4 პუნქტის ბოლო წინადადებაში ადრე რეგისტრირებული უფლებების უცვლელობა ახლა მითითებულია „ყველა შემთხვევაში“. ამოღებულია 4¹ პუნქტი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ძალაში დარჩენის შესახებ.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
მე-4 პუნქტში იპოთეკარი დაკონკრეტდა ბანკების, მიკროსაფინანსო, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების სახით, ადრე რეგისტრირებულ უფლებებში პირდაპირ დასახელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო ახალი 4¹ პუნქტი მის ძალაში დარჩენას ადგენს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
მე-2 პუნქტში თანხის ნაწილის შეტანის ვადა ორი კვირიდან ერთ კვირამდე შეიცვალა; დაემატა მე-5 და მე-6 პუნქტები საკუთრების გადასვლისას უფლებების გაუქმებისა და ახალი მესაკუთრის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
75-ე მუხლის პირველ პუნქტში განკარგულება განსაზღვრულია როგორც სასამართლო აღმასრულებლის განკარგულება, ხოლო მისი შინაარსის აღწერა ახლებურად არის ფორმულირებული.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო საკუთრებაში…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა