1.სგს-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
2.რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სგს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით. მომართვას თან უნდა დაერთოს ანგარიშგების ფორმები (დანართი №4 და დანართი №5); ა 1 ) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია; ბ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე ან/და არაზუსტი ინფორმაცია; გ) სგს-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა; დ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა; ე) სხვა პირთან გაერთიანება ან მიერთება; ვ) ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით დადგენილი ფორმით ან/და პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა; ზ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით სგს-ის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორის/აქციონერის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევა ან/და ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას; თ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე; ი) დადგენილ ვადაში და პირობებით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა; ი 1 ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; კ) ამ წესით ნებადართული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუქმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით სგს-ს განუსაზღვროს კონკრეტული ვადა (არაუმეტეს სამი თვისა), რათა სგს-მ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლა. 3 1 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პირს უარი უთხრას სგს-ის რეგისტრაციის გაუქმებაზე: ა) თუ სგს-ის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისთვის მიმდინარეობდა სგს-ის/ფილიალის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და სგს-ს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.ინფორმაცია რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანება №27/04 - ვებგვერდი, 27.02.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

