სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9 (დანართი 1). სესხის გამცემი სუბიექტის/ფილიალის უფლებები და ვალდებულებები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სგს-მა, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 1 ​1 . სგს/ფილიალი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2.სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ყოველთვიური ანგარიშგება (დანართი №4), საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge, თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. 2 ​1 . სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ (დანართი №5), საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge.

3.სგს/ფილიალი ვალდებულია იქონიოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მოწყობილი საოპერაციო და სასაწყობე ფართი, ასევე სალარო კვანძი.

4.სგს/ფილიალი ვალდებულია სგს-ში/ფილიალში საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №7) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს სგს-ს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, სგს ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.

5.ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს სგს-ის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სგს-ის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირის ვიზუალურად დანახვა, იდენტიფიკაცია და ქვითრის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.

6.გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა. 6 ​1 . სგს/ფილიალი ვალდებულია, სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. 6 ​2 . გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 180 (ას ოთხმოცი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. 6 ​3 . სგს-ს/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.

7.იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო სგს ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, სგს ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. სგს ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

8.სგს ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში, მის ფილიალში და სასაწყობე ფართში იქონიოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დაიცვას ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები. სგს ვალდებულია საქმიანობა არ განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.

9.სგს ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

10.სგს ვალდებულია იქონიოს საოპერაციო პროგრამა, რომელსაც უნდა შეეძლოს ბუღალტრული აღრიცხვისა და სასესხო ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ნაშთების, უზრუნველყოფის სახეობის, ღირებულების (მ.შ. საბაზრო და შეფასებითი), შენახვის/ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, ასევე ამ წესის დანართებით განსაზღვრული მონაცემების ნებისმიერ დროს გენერირების შესაძლებლობა, როგორც ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად (სათავოსა და ფილიალების ნაერთი).

11.სგს ვალდებულია დაიცვას „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.

12.სგს/ფილიალი ვალდებულია აწარმოოს საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ შესაბამისად.

13.სგს უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ სესხების გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციები. სგს ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია ამ მუხლის 13 ​3 პუნქტის შესაბამისად.

13¹.(ამოღებულია - 25.12.2023, №378/04).

13².სგს/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, ამ წესით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამასთან და საოპერაციო პროგრამასთან ერთად და მათგან დამოუკიდებლად იქონიოს სპეციალური საოპერაციო პროგრამა.

13³.სგს უფლებამოსილია განახორციელოს  „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​ 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-12-მე-14 მუხლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

14.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული სგს ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ამ წესის დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად და იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი გეგმით (დანართი №6).

15.სგს, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი, ბენეფიციარი მესაკუთრე ან ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

16.სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. 16 ​1 . სგს უფლებამოსილია ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან. 16 ​2 . სგს-ში, ნაღდი ფორმით ნებისმიერი თანხის შეტანის/გატანის ოპერაციებიც უნდა აისახოს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი. სგს თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ქვითრის №; გ) შესული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) თანხის შემომტანი/გამტანი პირის შესახებ შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ე) თანხის შეტანის/გატანის ზუსტი დანიშნულება; ვ) თანხის შეტანის/გატანის დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ორივე მხარის ხელმოწერა.

17.სგს ვალდებულია, საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ სხვა სარეგისტრაციო მოთხოვნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №89/04 - ვებგვერდი, 31.05.2019 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №107/04 - ვებგვერდი, 25.06.2019 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №191/04 - ვებგვერდი, 15.10.2019 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანება №27/04 - ვებგვერდი, 27.02.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის ბრძანება №67/04 - ვებგვერდი, 16.04.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №206/04 - ვებგვერდი, 04.12.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91¹⁹852²7 (და…11 (დ…1 (და…321213633269 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსესხის გამცემი სუბიექტ…საქართველოს ეროვნული ბ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…სააღსრულებო წარმოებათა…უცხოური გავლენის გამჭვ…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა