რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 52. კრედიტორთა რეესტრის შედგენა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.კრედიტორთა მოთხოვნებს ამოწმებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი/ზედამხედველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისა და მოვალისგან მიღებული ინფორმაციის ან/და თავის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

2.კრედიტორთა რეესტრში შეიტანება მხოლოდ ის კრედიტორული მოთხოვნები, რომლებსაც მმართველი/ზედამხედველი დასაბუთებულად მიიჩნევს. კრედიტორთა რეესტრში ავტომატურად აისახება ის მოთხოვნები, რომელთა აღსრულებაც მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი უარს იტყვის მისი მოთხოვნის აღნიშნულ რეესტრში შეტანაზე.

3.მმართველს/ზედამხედველს არ აქვს უფლება, აღიაროს პირგასამტეხლო და ვადამოუსვლელი პროცენტი, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10 პროცენტს სცილდება. კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს სარჩელით აუღიარებელი ვადამოუსვლელი პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრებისა და რეესტრში შეტანის მოთხოვნით. სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დადასტურებულია სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან/და როდესაც მოთხოვნაზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტისთვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობდა.

4.კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაში აისახება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებისა და კრედიტორთა რეესტრის შედგენის შესახებ დებულებები არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომელიც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარგებლობს ურთიერთგაქვითვის უფლებით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებით. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
491082⁴91¹⁹18420148829250545357452
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…არასაბანკო სადეპოზიტო …მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა