საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 19 (დანართი 1). საჯარიმო სანქციები

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

2.შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება ამ დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად.

3.განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით; ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება; გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას: გ.ა) პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე; გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით/მდგომარეობით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით; დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე; ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის; ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არაჯეროვანი სამედიცინო დახმარებით (გამოვლინდა საექიმო შეცდომები), თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე; ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს; თ) თუ კონტროლის ან რევიზიის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი შემთხვევის ამსახველი პირველადი სამედიცინო დოკუმენტაცია (ამბულატორიული ან სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი; მშობიარობის ისტორია; ახალშობილის განვითარების ისტორია);

3¹.შეუსრულებელი მომსახურებისათვის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული სამედიცინო დახმარებით (პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არ გაეწია სრულად), თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე.

4.თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4​ 1 . სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით  შეტყობინების საფუძველზე გადაცემული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შესახებ ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის ან/და რეგულირების სააგენტოს მიერ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

5.მონიტორინგის, კონტროლის ან რევიზიის დროს გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.

6.ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე,  ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა  №1 დანართის 23-ე მუხლის 35-ე და 36-ე პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8.პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.

9.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა) ან არაჯეროვნად (გამოვლინდა საექიმო შეცდომები), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

9¹.პროგრამის მოსარგებლისათვის მიმწოდებლის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარის თქმის ან მომსახურების დაგვიანებით გაწევის (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა) ორზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირებული პირველი შემთხვევისათვის სანქციის გამოყენებიდან 12 თვის განმავლობაში, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმწოდებლის სტატუსის 6 თვით შეჩერებას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა ობიექტური აუცილებლობისას ამ პირობისაგან გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით. შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის, №1 დანართის 23-ე მუხლის 62-ე პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ მიმწოდებლის მიმართ ამოქმედდება ამ მუხლის მე-9 და ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთო წესი.

9².იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს მომსახურება გაუწია არასრულად (პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არ გაეწია სრულად), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

9³.თუ მიმწოდებლის მიერ წარმოებულ/წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციაში (კალკულაციაში) დაფიქსირებული სამედიცინო მომსახურებების/დანახარჯების შესრულება არ დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერებით, მიმწოდებელს დაეკისრება წარმოებული კალკულაციით განფასებული შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების სრულად უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა.

10.სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას) მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

11.სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით  ანაზღაურებული თანხის 10%-ით. 11​ 1 . სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება: ა) კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით; ბ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით  ანაზღაურებული თანხის 10%-ით. 11​ 2 . ამ პროგრამის მე-20 მუხლის 5​ 2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

12.იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით.

13.იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი, მიმწოდებელს დაეკისრება მოსარგებლის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

13¹.იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა DRG მეთოდით დაფინანსებული პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით. ამასთანავე, დარღვევის გამოვლენიდან მისი განმეორებით ჩადენა დამატებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას 6 თვით. შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის დანართ №1-ის 23-ე მუხლის 56-ე პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისას გამოიყენება საერთო წესი (ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში − დამატებით მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება).

14.თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით, ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.

15.მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.

16.ერთი შემთხვევის ფარგლებში ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული დამატებითი ფინანსური საჯარიმო სანქციის დაკისრებისას, ერთზე მეტი სანქციის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელმა და რეგულირების სააგენტომ იხელმძღვანელონ უმეტესი ფინანსური ჯარიმის ოდენობით.

17.ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ მიმწოდებელი არ აკმაყოფილებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებით განსაზღვრულ პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალურ მოთხოვნებს, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

18.პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ  ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

18¹.კონტროლის/რევიზიის დროს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (ფორმა №IV-300/ა) არარსებობა განიხილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად.

18².პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ 1 “ და „ზ 2 “ ქვეპუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

18³.ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

19.დანართი #1-ის მე-10 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას ან ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

20.დადგენილების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.

21.საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხი ტექნიკური მიზეზით გამოწვეულ ამ დადგენილების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე განიხილება და გადაწყდება განმახორციელებლის/ რეგულირების სააგენტოს მიერ.

22.(ამოღებულია - 26.03.2021, №141).

23.თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა ან მომსახურების მიმღები პიროვნება დაწესებულებაში არ იმყოფებოდა ან სტაციონარული შემთხვევების დროს არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ ტიპის დარღვევის მეორეჯერ დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ბოლო 12 თვის განმავლობაში შესაბამის კომპონენტში მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით. ამასთან, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩენილი ორი ან მეტი ასეთი შემთხვევა ჩაითვლება აღნიშნული ჯარიმის საფუძვლად.

24.იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება ლუქის დაზიანების ფაქტი (გარდა ამავე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

25.დანართ №1-ის 16 1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გამოვლენილი დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს: ა) დანართი №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების თვის მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის დაკავებას, დასაქმებულთათვის გადასახდელი თანხის (იმ ოდენობით, რაც გამოვლინდება დასაქმებულთა შერჩევითი შემოწმების განხორციელების შედეგად, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით/დასკვნით) სამმაგი ოდენობით; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობა აღემატება მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ თანხას, დარჩენილი სხვაობით შემცირდება მომდევნო საანგარიშგებო თვეში ასანაზღაურებელი თანხა.

25¹.დანართ №1-ის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებისთანავე, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ამავე დანართის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის თაობაზე, პროგრამის მიმწოდებელს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს შრომის ინსპექციას საბანკო ანგარიშის გახსნის საჭიროებისა და პროგრამის განმახორციელებელთან შუამდგომლობის თაობაზე, რომ პროგრამის განმახორციელებელმა მოახდინოს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (მითითებით) განსაზღვრული თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

25².ამ მუხლის 25 1 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს მოთხოვნას საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე, ასევე მიმწოდებლის სამედიცინო პერსონალის: ა) სახელს, გვარსა და პირად ნომერს; ბ) საბანკო რეკვიზიტებს; გ) ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას (გადასახადების (საშემოსავლო, საპენსიო და სხვა) გათვალისწინებით), ყოველი გადაუხდელი თვის პროპორციულად.

25³.ამ მუხლის 25 1 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ანგარიში წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გახსნილ ერთჯერადად გამოსაყენებელ ანგარიშს, რომლიდანაც თანხის გადარიცხვის ტრანზაქცია ხორციელდება შრომის ინსპექციის ელექტრონული ავტორიზაციით/თანხმობით, რაც გულისხმობს გადარიცხვაზე ელექტრონული თანხმობის მიცემას, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული მონაცემებისა და მიმწოდებლის მიერ განცხადებაზე დართული მონაცემების შედარების საფუძველზე.

25⁴.ამ მუხლის 25 1 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის გახსნისა და დახურვის, მისი ფუნქციონირების, თანხის უკან დაბრუნებისა და ავტორიზაციის (მათ შორის, ავტორიზაციაზე/თანხმობაზე პასუხისმგებელი პირები) პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

25⁵.ამ მუხლის 25 1 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ, როდესაც საბანკო დაწესებულება დაადასტურებს ანგარიშის გახსნას, შრომის ინსპექცია უგზავნის პროგრამის განმახორციელებელს ინფორმაციას საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებისა და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე.

25⁶.პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, თანხის ჩარიცხვა მოახდინოს საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან „შრომის ინსპექციის მიერ გაგზავნილი წერილის ჩაბარებიდან გონივრულ ვადაში, ან უარი უთხრას პროგრამის მიმწოდებელს ჩარიცხვის განხორციელებაზე ისეთი მიზეზის არსებობისას (ყადაღა, ინკასო ან სხვა), რაც შეუძლებელს გახდის სამედიცინო პერსონალისთვის შრომის ანაზღაურების ჩარიცხვას.

25⁷.პროგრამის განმახორციელებელი საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას განახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა (დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტებით) საკმარისი იქნება ამ მუხლის 25 5 პუნქტით განსაზღვრული თანხის სრულად ასანაზღაურებლად.

25⁸.პროგრამის განმახორციელებლის მიერ თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიმწოდებელი ახდენს სამედიცინო პერსონალზე, რომელთა მიმართაც არსებობდა დავალიანება, გასაცემი შრომის ანაზღაურების ჩარიცხვას, იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექცია მოახდენს შესასრულებელი ტრანზაქციის  ავტორიზაციას/თანხმობის გაცემას.

25⁹.იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექციას ამ დადგენილებით განსაზღვრული ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით არ აქვს  ავტორიზაციის/თანხმობის გაცემის საფუძველი,  ან სხვა გარემოებების გამო ვერ განხორციელდა ანგარიშზე განთავსებული თანხის სრულად ან ნაწილობრივ სამედიცინო პერსონალისთვის ჩარიცხვა, შრომის ინსპექციის მიერ საბანკო დაწესებულებაში გაგზავნილი სათანადო წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა თანხის ჩარიცხვა.

25¹⁰.თუ პროგრამის განმახორციელებლის მიერ ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების (დაკავებული თანხის სრულად ჩარიცხვა) დასრულების მომდევნო დღიდან 12 თვის განმავლობაში პროგრამის მიმწოდებლის მიერ მოხდება დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განმეორებით დარღვევა, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, სულ მცირე, 1/3-თან მიმართებით, შესაძლებელია, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების (არანაკლებ სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადით) ან შეწყვეტის თაობაზე.

26.ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები სრულად უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია, განმეორებითი შემოწმების საფუძველზე გამოავლენს მიმწოდებლის მხრიდან სამართალდარღვევის შედეგად დასაქმებულთათვის გაუცემელი შრომის ანაზღაურების გადახდის ფაქტს ან მიაწვდის ინფორმაციას განმახორციელებელს ისეთი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაგრძელებას.

27.ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას შრომის ინსპექცია განმახორციელებელს აწვდის წერილობითი ფორმით ინფორმაციის მიღებიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

28.შრომის ინსპექციის მხრიდან ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განმახორციელებელთან წარდგენის შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის ამ მუხლის 25-ე პუნქტის შედეგად დაკავებული თანხის ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვისა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 3 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 11.02.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 18.07.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018  წლის 7 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 09.03.2018წ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 21.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №345 - ვებგვერდი, 17.10.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №407 - ვებგვერდი, 11.12.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2222¹44⁵21¹3525313¹³19¹ (…15 (დ…9 (და…1532019 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …საქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…ელექტრონული კომერციის …პროდუქტის უსაფრთხოების…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა