Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 21¹

დაზღვევის შესახებ

მუხლი 21¹. დარღვევები და სანქციები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:სანქციებისპორტული დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²3456

1.სამსახური უფლებამოსილია მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; გ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები. დ)    დაარღვია    „მომხმარებლის    უფლებების    დაცვის    შესახებ“    საქართველოს კანონის მოთხოვნები; ე) დაარღვია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ვ) დაარღვია „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, 21-ე და 24-ე მუხლების ან/და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

2¹.სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის 2 2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან ადმინისტრატორმა დაარღვია: ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) ანგარიშგების წარდგენის წესი ან ვადა ანდა წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია; გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები.

2².ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები: ა)სადაზღვევო ბროკერს ან ადმინისტრატორს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სადაზღვევო ბროკერმა შეწყვიტოს და აღარ დაუშვას შესაბამისი დარღვევა და სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ზომები ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) სადაზღვევო ბროკერს ან/და ადმინისტრატორს სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილი ოდენობით დააკისროს ფულადი ჯარიმა; დ) სადაზღვევო ბროკერს გაუუქმოს რეგისტრაცია.

3.ამ მუხლით დაკისრებული სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხეს.

4.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6.სამსახური უფლებამოსილია საპენსიო კომპანიის და მზღვეველის, როგორც საპენსიო სქემის დამფუძნებლის, და მათი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები იმავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5231 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3929 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 1 მარ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  3. 19 დეკ. 2023
  4. 30 ივნ. 2023
  5. 5 ივლ. 2022
  6. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 9 სექ. 2019
  7. 30 ოქტ. 2019
  8. 16 ოქტ. 2013
  9. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    21¹ მუხლი, რომელიც ეროვნულ ბანკს მზღვეველისა და ადმინისტრატორების მიმართ სანქციების გამოყენების საფუძვლებსა და სახეებს ადგენდა, მთლიანად ამოღებულია.

  10. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    დაემატა 21¹ მუხლი, რომელიც ეროვნულ ბანკს ანიჭებს მზღვეველისა და ადმინისტრატორების მიმართ სანქციების გამოყენების საფუძვლებსა და ჩამონათვალს გაფრთხილებიდან ლიცენზიის გაუქმებამდე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოპინგის დარღვევებისერვისის გვერდი
  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • 10 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2023
  • 2 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24მუხლი 26ფასიან ქაღალდებად … 24ფასიან ქაღალდებად … 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 21სამსახურის უფლებამოსილებანი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 52დარღვევები და სანქციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 31¹დარღვევები და სანქციები

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3031¹55¹9¹242621304623335224263221¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებფასიან ქაღალდებად გარდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საგადახდო სისტემისა და…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026