ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 153. საჯარიმო სანქციები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევისათვის.

2.კომისია საქმიანობის განცალკევებასთან ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორი ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან დააკისროს მას ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 10%-ს.

2¹.ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.

3.კომისია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეგულირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან მას დააკისროს 5 000-დან 75 000 ლარამდე ჯარიმა, თუ რეგულირებული საწარმო: ა) ანგარიშების განცალკევებისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ახორციელებს რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას, რომელთა შორის ერთი ან ერთზე მეტი ენერგეტიკული საქმიანობაა; ბ) არ წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს; გ) კომისიას, სისტემის ან/და ბაზრის ოპერატორს არ აწვდის მათ მიერ მოთხოვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მის, როგორც რეგულირებული საწარმოს, საქმიანობასთან ან/და საჭიროა მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უარს აცხადებს მისი ოპერირებისადმი დაქვემდებარებულ სისტემაზე დაშვებაზე; ე) არღვევს სალიცენზიო პირობებს; ვ) არ ასრულებს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებს; ზ) არღვევს ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

4.კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დააკისროს სანქცია პირს, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას ლიცენზიის ან შესაბამის შემთხვევაში სერტიფიცირების თაობაზე საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ან თუ იგი ამ კანონის შესაბამისად არ ატყობინებს კომისიას საქმიანობის დაწყების შესახებ.

5.კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად რეგულირებული საწარმოს მიმართ გამოიყენოს ენერგეტიკული და პროფესიული საქმიანობის განხორციელების 1 წლამდე ვადით აკრძალვა.

6.კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა შესაბამის დასაბუთებასთან ერთად აღინიშნება კომისიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მიღებულ გადაწყვეტილებაში.

7.დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევისათვის. 2. კომისია საქმიანობის განცალკევებასთან ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორი ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან დააკისროს მას ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის ან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 10%-ს. 2 1 . ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის,  ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს. 3. კომისია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეგულირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან მას დააკისროს 5 000-დან 75 000 ლარამდე ჯარიმა, თუ რეგულირებული საწარმო: ა) ანგარიშების განცალკევებისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ახორციელებს რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას, რომელთა შორის ერთი ან ერთზე მეტი ენერგეტიკული საქმიანობაა; ბ) არ წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს; გ) კომისიას, სისტემის ან/და ბაზრის ოპერატორს არ აწვდის მათ მიერ მოთხოვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მის, როგორც რეგულირებული საწარმოს, საქმიანობასთან ან/და საჭიროა მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უარს აცხადებს მისი ოპერირებისადმი დაქვემდებარებულ სისტემაზე დაშვებაზე; ე) არღვევს სალიცენზიო პირობებს; ვ) არ ასრულებს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებს; ზ) არღვევს ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. 4. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დააკისროს სანქცია პირს, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას ლიცენზიის ან შესაბამის შემთხვევაში სერტიფიცირების თაობაზე საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ან თუ იგი ამ კანონის შესაბამისად არ ატყობინებს კომისიას საქმიანობის დაწყების შესახებ. 5. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად რეგულირებული საწარმოს მიმართ გამოიყენოს ენერგეტიკული და პროფესიული საქმიანობის განხორციელების 1 წლამდე ვადით აკრძალვა. 6. კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა შესაბამის დასაბუთებასთან ერთად აღინიშნება კომისიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მიღებულ გადაწყვეტილებაში. 7. დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 153-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი ბაზარზე მანიპულაციისა და შიდა ინფორმაციით ვაჭრობის ჯარიმის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2292¹4528717213⁸331543110230492913153
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებსატელეკომუნიკაციო ინფრ…საქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა