საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 15 (დანართი 1). შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

1¹.შემთხვევები, რომლებიც ამ დანართის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შერჩევითი პრინციპით არ დაექვემდებარა ინსპექტირებას, ექვემდებარება ანაზღაურებას.

2.ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება; ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის: ბ.ა) სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს; ბ.გ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა; გ) პირის დამადასტურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს; დ) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი ან 1 1 პუნქტით განსაზღვრული პირობები; ე) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; ვ) სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება; ზ) თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს; თ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად; ი) დადგენილებით გათვალისწინებული, ფაქტობრივი ხარჯით დასაფინანსებელი მომსახურების შემთხვევებში, ადგილი აქვს  კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან; კ) ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში: კ.ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების დროს არ ანაზღაურდება ამ შემთხვევისთვის კლინიკის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი DRG-ის ფასის 10%; კ.ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. კ 1 ) 2025 წლის 20 თებერვლიდან ამ პუნქტის „კ 2 “ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გაცემული თანხმობის წერილების საფუძველზე დამდგარ შემთხვევებზე ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევის დასრულებისას მიმწოდებლის მიერ ხელოვნური კოდის არასწორად გადმოცემას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი დამატებითი ხელოვნური კოდის ღირებულებისა; კ 2 ) ადგილი აქვს 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევის დასრულებისას მიმწოდებლის მიერ დამატებითი ხელოვნური კოდის არასწორად გადმოცემას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს გადმოცემული დამატებითი ხელოვნური კოდის ღირებულებისა. ამასთან, ჩატარებული მომსახურების (კვლევა/პროცედურა) ზედმეტად დაფიქსირებისას, საჯარიმო სანქციის სახით დააკლდება თავდაპირველად მოთხოვნილი დამატებითი ხელოვნური კოდის ღირებულების 10%; ლ) პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის საჭიროებით განხორციელებული რეფერალის/ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა (რომლებიც, მათი შემდგომი მიმდინარეობის მიუხედავად, სრულად განიხილება პროგრამულ შემთხვევად) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა; მ) დარღვეულია მე-20 მუხლის 5 5 პუნქტით განსაზღვრული პირობები (გავრცელდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან დამდგარ შემთხვევებზე).

2¹.განმახორციელებელი უფლებამოსილია, საჭირო ვადით შეაჩეროს შემთხვევის კლასიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია შემთხვევის შესახებ მონაცემების დამატებით შესწავლა, მათ შორის, რეგულირების სააგენტოს მხრიდან.

3.(ამოღებულია - 23.02.2015, №79).

4.შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას)  ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ა) ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას შემთხვევა არ ანაზღაურდება; ბ) ინსპექტირების დასრულების შემდგომ, შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან; მიღება-ჩაბარების აქტზე განმახორციელებელსა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერების ორმხრივად დაფიქსირებიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადისა მონაცემები აქტის შესახებ შეიტანება/რეგისტრირდება შესაბამის რეესტრში; გ) შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ფორმდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ოქმი, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. შემთხვევ(ებ)ის ანაზღაურებაზე უარის თქმის წერილობითი გადაწყვეტილება გამოიცემა ამ პუნქტით გათვალისწინებული ოქმის მიმწოდებლისათვის გაცნობიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

5.მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტების რეესტრში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6.სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწე­სებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში მომ­სა­ხურება ანაზღაურდება ქვემოთ მოყვა­ნი­ლი წესით: ა) თუ ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული პაციენტის გარდაც­ვა­ლე­ბას 24 საათზე ადრე – ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგ­რამ არა უმეტეს განსაზღვრული ტარი­ფი­სა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული შემთხვევებისა, რომლის დროსაც ანაზღაურება ხდება  DRG-ის შესაბამისად; ბ) თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის/დატოვებს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად; გ) კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის სამედიცინო დაწესებუ­ლე­ბიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას – მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ამავე მუხლის 6 2 პუნქტის შესაბამისად; დ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით (მათ შორის, ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში) ინტენსიური მკურნალობის/მოვლის დონეების ცვლილების ან/და პაციენტის სხვა განყოფილებაში გადაყვანისას − დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება პროგრამული შემთხვევის ფარგლებში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით; ე) თვალისა და თვალის დანამატების ტრავმის დროს – DRG-ის  შესაბამისად; ვ) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ განსაზღვრული ტარიფისა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული შემთხვევებისა, რომლის დროსაც ანაზღაურება ხდება DRG-ის შესაბამისად;

6¹.გადაუდებელი/კრიტიკული მდგომარეობის დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) დაწესებულებიდან (რომელიც ექვემდებარება რეგულირებას ტექნიკური რეგლამენტით) პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში − გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) დაწესებულებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება: ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევაში − DRG-ის ღირებულების 10%-ის ოდენობით; ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით − ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ტარიფისა. 6​ 2 . კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის სამედიცინო დაწესებუ­ლე­ბიდან იმავე დიაგნოზით (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით) ან იმავე DRG ჯგუფის (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც ფინანსდება DRG მეთოდით) სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას (მათ შორის, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებისას): ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევაში − გადამყვან დაწესებულებას აუნაზღაურდება DRG-ის ღირებულების 10%, ხოლო მეორე დაწესებულებას − DRG-ის ღირებულების 90%; ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, გადაყვანის დღისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას მიიღებს ორივე დაწესებულება. დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება დაწესებულებაში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით.

7.სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

8.თუ პროგრამის მოსარგებლის კატეგორიის განსაზღვრისას გამოყენებულ მონაცემთა წყაროებში არსებულმა შეუსაბამობამ/ უზუსტობამ, რაც დადასტურდება კომპეტენტური ორგანოების მიერ, მიმწოდებლისა და პაციენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განაპირობა ამ დადგენილების №1 დანართის მე-8 და მე-11 მუხლებით დადგენილი პირობების დარღვევა, შესაბამისი შემთხვევები განიხილება და კლასიფიცირდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 23.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის დადგენილება №245 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25268219743219 (დ…9 (და…18 (დ…261951415 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსიდეპოზიტების დაზღვევის …საჯარო დაწესებულებაში …დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა