დადგენილების №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 17.2.1 და 17.3 დანართებით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის), რომლის დროსაც ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს თვეში: ა) ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით, მე-3 მუხლის „ა.ა“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით, მე-4 მუხლის „ა.ა“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით და მე-5 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: ასაკობრივი ჯგუფი ღირებულება 0-5 წელი 5.46 ლარი 6-18 წელი 1.32 ლარი 19-40 წელი 0.74 ლარი 41-65 წელი 1.60 ლარი 65+ წელი 3.68 ლარი ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით, მე-3 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით, მე-4 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“ (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა, რომელიც ანაზღაურდება ამ დანართის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად), „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებითა და მე-5 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: ასაკობრივი ჯგუფი ღირებულება 0-5 წელი 1.65 ლარი 6-18 წელი 0.79 ლარი 19-40 წელი 0.97 ლარი 41-65 წელი 2.51 ლარი 65+ წელი 4.77 ლარი გ) 2025 წლის პირველი ივლისიდან ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაფინანსებასთან ერთად დგინდება შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდოლოგია, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით; დ) ამ დანართის მე-4 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპიუტერული ტომოგრაფიის ტარიფები განისაზღვრება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი, კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები დაწესებულებებისთვის ამბულატორიულ დონეზე ექიმ-სპეციალისტების მომსახურებისა და ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შესაბამისი რეფერენტული ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1 (დანართი 2)
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

