Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებმუხლი 2 (დანართი 1)

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). კომპენსაციის მიღების უფლება და მისი ოდენობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 ოქტ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678910111213

1.კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს/ოჯახებს: ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივლისამდე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო); შენიშვნა : ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე  სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას; ა​ 1 ) დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო); ა​​ 2 ) დაქირავებულს (მათ შორის, პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა თიზ-ის საწარმოსი, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში 2020 წლის იანვარ − ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა პირის ორსულობისა, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებს  ხელფასს, რომელიც არ აღემატება 10 ლარს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო); შენიშვნა: ა) ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა ​ 2 “ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას; ბ) ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ხელფასად არ განიხილება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში  იმ  პირისათვის ხელფასის გაცემა, რომელიც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ან საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელი და ხელფასს იღებდა ამ დაქირავებით შრომის შედეგად; გ)  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრ დაქირავებულ პირებზე ამ შენიშვნის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; დ) საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლებზე ამ შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი. ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებულ „სოციალურად  დაუცველი ოჯახების   მონაცემთა  ერთიან  ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65000-ზე და ნაკლებია 100001-ზე (ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად); გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი; დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს (შემდგომში – შშმ პირი); ე) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. შენიშვნა : ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკურ აქტივობად ჩაითვლება პირის მიერ სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა; ე 1 ) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან; ვ) ამ პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს: ვ.ა) რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არასამეწარმეო ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი ან/და აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა განმცხადებლად და შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის ან/და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად; ვ.ბ) საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის  თვიდან  ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-დან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე  ფიზიკურ პირებად ასევე ითვლებიან  ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების პირობებს ან/და სამსახურის მიერ ვერ მოხდა მათი იდენტიფიცირება ამავე პროგრამის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ვ 1 ) ამ პუნქტის „ა 1 “ და „ე 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება; ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ, თუ მათზე 2020 წელს ფიქსირდება ხელფასის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირზე შესაბამის თვეში ხელფასის გაცემა დაფიქსირდა არაუმეტეს 10 ლარისა), დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით); თ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა/ოჯახთა შესახებ ინფორმაციის გენერირება ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შესაბამისი ელექტრონული ბაზებიდან  2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ამ პირებს/ოჯახებს კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ ამ პროგრამით გათვალისწინებული მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე განისაზღვროს კომპენსაციები შემდეგი ოდენობითა და პირობებით: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა ამ პროგრამის ამოქმედებიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში: ბ.ა) ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით, გარდა ამ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ.ბ) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც შედგება: ბ.ბ.ა) ერთი წევრისგან – ოჯახზე 70 ლარის ოდენობით; ბ.ბ.ბ)  ორი წევრისგან  – ოჯახზე 90 ლარის ოდენობით; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “, „ე 1 “ და „ვ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე.

3.პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია.

3¹.პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ან/და „ვ 1 “ ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ერთი კომპენსაცია.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა 1 ​“, „ა​ 2 “, „ე“, „ე​ 1 “, „ვ“ და „ვ ​ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით კომპენსაციის მიღება არ ზღუდავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე არ იზღუდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა.

5.კომპენსაციის გაცემა წყდება: ა) პირის  განცხადებით; ბ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში; გ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, თუ 2020 წლის ივნისის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით); დ 1 ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა 2 “ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით); შენიშვნა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ: ა.ა) ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა; ა.ბ)  ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა; ბ) ამ შენიშვნის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ შენიშვნის „ა.ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირებზე ხელფასის გაცემის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით; გ) ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი, ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირებზე ხელფასის გაცემის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით; დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლები) გადასახდელი ხელფასის/დაფინანსების თანხის შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)/საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე გადარიცხვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინცორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით, დაფინანსების თანხის მიმღები პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)/საარჩევნო სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი),  გაცემული დაფინანსების ოდენობის, დაფინანსების გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით; ე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილნი არიან, 2020 წლის 25 დეკემბრამდე დააზუსტონ ამ შენიშვნის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციაში მონაცემები არასწორად/შეცდომით არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირისთვის  კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა წყდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კომპენსაციის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა.

8.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახს არ უწყდება და მთელი ვადით უნარჩუნდება კოპენსაციის მიღების უფლება, თუ ოჯახის რომელიმე წევრ(ებ)ზე 2021 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში გავრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობა, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს კომპენსაცია წევრთა რაოდენობის მიხედვით გადაუანგარიშდება კომპენსაციის შეჩერების გარეშე, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში.

9.კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის შესაბამის ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

10.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს ამ პროგრამის ამოქმედებამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით დანიშნული სხვა ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის (სოციალური დახმარებ(ებ)ის) მიღების შეწყვეტას ან/და ამ საფუძვლებით სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დანიშვნის უფლების შეზღუდვას.

11.ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაცია არ გაითვალისწინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

12.პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება ჰქონდათ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ა 1 “, „ა 2 “, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა, რადგან გადარიცხვის პერიოდში ვერ აკმაყოფილებდნენ ამ პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობას, მიუღებელი კომპენსაცია გადაერიცხოთ არა უგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა, იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ამავე პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობებს.

13.პირებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება ჰქონდათ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ა 1 “, „ა 2 “, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად და ამავე დროს აკმაყოფილებდნენ ამავე პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობას, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები დასაქმების სააგენტოში უნდა წარადგინონ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გადარიცხვა განახლებულ პირად საბანკო ანგარიშებზე უნდა განხორციელდეს 2021 წლის 30 ოქტომბრამდე. ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადებები განახლებული საბანკო ანგარიშების თაობაზე განხილვას არ ექვემდებარება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 13.10.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 02.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №759 – ვებგვერდი, 18.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №829 – ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 05.02.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 06.10.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 6 ოქტ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 3 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 ოქტ. 2021 · №18

  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია
  • 1 (დანართი 1)ზოგადი დებულებები
  • 3 (დანართი 1)კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 39ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
  • 32შვებულების მიცემის წესი
  • 36დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 38კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის
  • 37იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 101ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 17შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 15შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
383717111013932364 (და…1 (და…3 (და…152 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსახალი კორონავირუსით (S…საქართველოს შრომის კოდ…სახელმწიფო კომპენსაციი…შემოსავლების სამსახური…საქართველოს საგადასახა…სამხედრო, შინაგან საქმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 ოქტ. 2021 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026