ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 (დანართი 2). ზოგადი დებულებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 ოქტ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დაფინანსების წყაროსა და დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლს.

2.წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი; ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; დ) ზრუნვის სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; ე) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; ვ) სერვისების განვითარების სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ზ) ბავშვი − 18 წლამდე ასაკის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

3.სოციალური დახმარების გაცემის მიზნით: ა) სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები; ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.

4.სოციალური დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს სააგენტო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 14 აგვ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2020 – 14 აგვ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4616342 (და…4631¹1 (და…4 (და…201 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსახალი კორონავირუსით (S…სოციალური დახმარების შ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოში ბინადრობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა