სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). კომისიის მუშაობის წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 აგვ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

2.კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3.კომისიის სხდომის დღის წესრიგს,  კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

4.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი მაინც.  კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5.კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანა­ბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

6.კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება  კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

7.კომისიის წევრის მოსაზრება შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში. მოსაზრების წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში იგი ერთვის  კომისიის სხდომის ოქმს.

8.კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება კომისიის სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7532818 (დ…35212210 (დ…14 (დ…778133 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პატენტრწმუ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა