საკრედიტო კავშირი ვალდებულია: ა) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით; გ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს საკრედიტო კავშირი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2141 - ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2605 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
მუხლი 11. აუდიტი, სათანადო პროცედურები, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №16 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აუდიტორული შემოწმებისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესების დამდგენი ორგანოა ეროვნული ბანკი.
- · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესების დამდგენი ორგანო სააგენტოს ნაცვლად ეროვნული ბანკია.
- · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გარე აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესების დამდგენი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად სააგენტოა.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

