Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებმუხლი 10

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

მუხლი 10. საკრედიტო კომიტეტი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრედიტო კომიტეტი არის გამგეობის წინაშე ანგარიშვალდებული სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო კავშირის საკრედიტო საქმიანობისთვის. იგი ვალდებულია სრული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიურად წარუდგინოს გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოს.

2.საკრედიტო კომიტეტს ირჩევს გამგეობა 2 წლის ვადით. იგი შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება წესდებით.

3.საკრედიტო კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკრედიტო კავშირის წევრთა განცხადებების განხილვა სესხის გამოყოფის თაობაზე და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე გამგეობის წევრთა მიერ სესხის მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და აღნიშნულის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოსათვის წინადადებების წარდგენა; ბ) საკრედიტო პორტფელის პერიოდული კონტროლი და განხილვა, ყველა გირაოს ან სხვა სახის უზრუნველყოფის შეფასება, ნებისმიერ სესხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, სესხის ამოღების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; გ) სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება; დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ე) სესხის დაბრუნების კონტროლი; ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4.საკრედიტო კავშირის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აგრეთვე დაქირავებულ პირებს უფლება არა აქვთ იყვნენ საკრედიტო კომიტეტის წევრები.

5.საკრედიტო კომიტეტის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება ოქმში, რომელიც ეგზავნება გამგეობას საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 მარ. 2017
  2. 10 სექ. 2015
  3. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
  4. 9 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №17

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2017-03-22
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 8სამეთვალყურეო საბჭო
  • 9გამგეობა
  • 7საერთო კრება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 76კრედიტორთა კომიტეტი
  • 77კრედიტორთა კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 16აუდიტის კომიტეტი
  • 14სამეთვალყურეო საბჭო
  • 15დირექტორატი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 23აუდიტის კომიტეტი
  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 17¹ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
89716141517¹41⁴7677232110
მნიშვნელობით ახლოსარასაბანკო სადეპოზიტო …რეაბილიტაციისა და კრედ…კომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025