ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 15. აუდიტის ჩატარების წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ან სუბიექტის ინიციატივით.

2.აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს გარიგების პარტნიორი ან/და აუდიტორული ფირმის მიერ უფლებამოსილი პირი. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება.

3.სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამსახური შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ადგენს, სდპ-ის აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც დამატებით ექვემდებარება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს.

4.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტები შეინახოს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში.

5.აუდიტის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აუდიტორული დასკვნა არ უნდა მოიცავდეს რწმუნებას სუბიექტის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობის ან/და სუბიექტის მმართველობითი ორგანოს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესახებ.

6.აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოიჩინოს პროფესიული სკეპტიციზმი. მან მიმანიშნებელი ფაქტებისა და ქმედების საფუძველზე უნდა ცნოს სუბიექტის მიერ არსებითი სამართალდარღვევის (მათ შორის, თაღლითობის ან შეცდომის) დაშვების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მმართველობისა და მმართველობისთვის პასუხისმგებელი პირების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გამოცდილება. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სუბიექტის ხელმძღვანელობის მიერ შეფასებული სამართლიანი ღირებულების, აქტივების გაუფასურების, რეზერვის, ანარიცხებისა და სამომავლო ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სუბიექტის მიერ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასთან. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ან სუბიექტის ინიციატივით. 2. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს გარიგების პარტნიორი ან/და აუდიტორული ფირმის მიერ უფლებამოსილი პირი. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. 3. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამსახური შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ადგენს, სდპ-ის აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც დამატებით ექვემდებარება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს. 4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტები შეინახოს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში. 5. აუდიტის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აუდიტორული დასკვნა არ უნდა მოიცავდეს რწმუნებას სუბიექტის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობის ან/და სუბიექტის მმართველობითი ორგანოს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესახებ. 6. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოიჩინოს პროფესიული სკეპტიციზმი. მან მიმანიშნებელი ფაქტებისა და ქმედების საფუძველზე უნდა ცნოს სუბიექტის მიერ არსებითი სამართალდარღვევის (მათ შორის, თაღლითობის ან შეცდომის) დაშვების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მმართველობისა და მმართველობისთვის პასუხისმგებელი პირების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გამოცდილება. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სუბიექტის ხელმძღვანელობის მიერ შეფასებული სამართლიანი ღირებულების, აქტივების გაუფასურების, რეზერვის, ანარიცხებისა და სამომავლო ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სუბიექტის მიერ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასთან. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1123201922614132256525115
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…მეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …დეპოზიტების დაზღვევის …სახელმწიფო აუდიტის სამ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა