ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 26. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან: ა) აწარმოონ გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვან საჯაროობის პრინციპი; ბ) შეიმუშაონ და განახორციელონ შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისობის კონტროლის სისტემა; გ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) პასუხისმგებელი იყვნენ ანგარიშგების უტყუარობისთვის, აგრეთვე ანგარიშგებისა და ინფორმაციის სრულად წარდგენისთვის; ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშგება. ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, აგრეთვე მისი წარდგენის ვადა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგება შესაბამისი ფორმატით, დადგენილ ვადებში.

2.თუ ფაქტორინგული კომპანია ან ფაქტორინგული პლატფორმა ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აღნიშნულ ფაქტორინგულ კომპანიას ან ფაქტორინგულ პლატფორმას გაუუქმოს რეგისტრაცია.

3.ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან 6 წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები; ბ) საბუღალტრო წიგნებში არსებული ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
113282952⁸62331323332726
მნიშვნელობით ახლოსმიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…ფაქტორინგის შესახებმიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა