არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

მუხლი 13. ანაბარი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრედიტო კავშირის მიერ მოზიდული ანაბრები არის საკრედიტო კავშირის სახსრების ფორმირების ძირითადი წყარო. იგი ანაბრებს იღებს მხოლოდ თავისი წევრებისაგან. ანაბარი შეიძლება იყოს მოთხოვნამდე ან ვადიანი, რომელზედაც შეიძლება გაიცეს შემნახველი წიგნაკი. შემნახველი წიგნაკის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2.საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად მართვა, რომ ანაბარზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდეს გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთს.

3.საკრედიტო კავშირმა სესხის მიმღებისაგან შეიძლება მოითხოვოს ანაბრის დაგირავება ან მისი ბლოკირება გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით.

4.საკრედიტო კავშირმა ნებისმიერ დროს შეიძლება განახორციელოს სესხის მიმღების მიმართ მისი ანაბრისა და ვადაგადაცილებული სესხის ურთიერთგაქვითვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2019 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 მაი. 2019 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

  3. … – 10 მაი. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15143987486015174133122313
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…არასაბანკო სადეპოზიტო …პროფესიული კავშირების …მიკროსაფინანსო ორგანიზ…იპოთეკით დაცული ობლიგა…სახელმწიფო ვალის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა