Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული კავშირების შესახებმუხლი 22

პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 22. პროფესიული კავშირის ქონებრივი და ფინანსური უფლებების გარანტიები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020
თემები:სპორტული ორგანიზაციებისხვა არამატერიალური აქტივების შეფასებასპონსორობასპორტსმენის წარმომადგენლობასპორტული დავებიმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) საკუთარი წესდების შესაბამისად ფლობს და განკარგავს მის მიერ შექმნილ ქონებასა და ფულად სახსრებს და სარგებლობს ამ ქონებითა და ფულადი სახსრებით. პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება, განკარგოს, ჩამოართვას ან გადასცეს პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ამ პროფესიული კავშირის წესდებით გათვალისწინებული კოლეგიური (არჩევითი) ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.პროფესიული კავშირის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხებისაგან, ნებაყოფლობითი შენატანებისაგან, შემოწირულებებისაგან, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საგამომცემლო, სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობის შედეგად მიღებული თანხებისა და სხვა კანონიერი შემოსავლისაგან. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა ქვეყნიდან მიიღოს ქონება და ფულადი სახსრები მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

3.პროფესიულ კავშირს საკუთრებად შეიძლება ჰქონდეს: საწარმოები, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, აგარაკები, სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების, სპორტული და საბავშვო დაწესებულებები, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნები, ფული და ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

4.პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდეს სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობას მის მიერ დაფუძნებული საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საშუალებით.

5.სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად და არ შეიძლება განაწილდეს პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრ ორგანიზაციებს შორის.

6.პროფესიული კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის განკარგულებაში არსებული ქონების, ფულადი სახსრების და მატერიალური ფასეულობების გამოყენების წესსა და მიმართულებებს, მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრებიდან ადგენს პროფკავშირულ მუშაკთა ხელფასების ოდენობებს და მათი შრომის ანაზღაურების პირობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.პროფესიულ კავშირს შეუძლია მოაწყოს საქველმოქმედო ღონისძიებები, დააზღვიოს პროფკავშირის წევრები, ეწეოდეს სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.პროფესიული კავშირი სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იხდის გადასახადებს.

9.საწევრო ანარიცხებიდან, ნებაყოფლობითი შენატანებიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც გამოიყენება პროფესიული კავშირის საწესდებო ამოცანების შესასრულებლად, არ იბეგრება.

10.პროფკავშირულ მუშაკებს ხელფასებზე სპეციალური ფონდების ანარიცხები ერიცხებათ ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებს.

11.პროფესიული კავშირის მიერ საკუთარი წესდების შესაბამისად განხორციელებული საფინანსო საქმიანობა სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშგებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12.პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონებისა და ფულადი სახსრების გამოყენების წესი განისაზღვრება მისი წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) საკუთარი წესდების შესაბამისად ფლობს და განკარგავს მის მიერ შექმნილ ქონებასა და ფულად სახსრებს და სარგებლობს ამ ქონებითა და ფულადი სახსრებით. პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება, განკარგოს, ჩამოართვას ან გადასცეს პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ამ პროფესიული კავშირის წესდებით გათვალისწინებული კოლეგიური (არჩევითი) ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პროფესიული კავშირის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხებისაგან, ნებაყოფლობითი შენატანებისაგან, შემოწირულებებისაგან, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საგამომცემლო, სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობის შედეგად მიღებული თანხებისა და სხვა კანონიერი შემოსავლისაგან. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა ქვეყნიდან მიიღოს ქონება და ფულადი სახსრები მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად. 3. პროფესიულ კავშირს საკუთრებად შეიძლება ჰქონდეს: საწარმოები, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, აგარაკები, სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების, სპორტული და საბავშვო დაწესებულებები, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნები, ფული და ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად. 4. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდეს სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობას მის მიერ დაფუძნებული საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საშუალებით. 5. სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად და არ შეიძლება განაწილდეს პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრ ორგანიზაციებს შორის. 6. პროფესიული კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის განკარგულებაში არსებული ქონების, ფულადი სახსრების და მატერიალური ფასეულობების გამოყენების წესსა და მიმართულებებს, მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრებიდან ადგენს პროფკავშირულ მუშაკთა ხელფასების ოდენობებს და მათი შრომის ანაზღაურების პირობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. პროფესიულ კავშირს შეუძლია მოაწყოს საქველმოქმედო ღონისძიებები, დააზღვიოს პროფკავშირის წევრები, ეწეოდეს სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. პროფესიული კავშირი სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იხდის გადასახადებს. 9. საწევრო ანარიცხებიდან, ნებაყოფლობითი შენატანებიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც გამოიყენება პროფესიული კავშირის საწესდებო ამოცანების შესასრულებლად, არ იბეგრება. 10. პროფკავშირულ მუშაკებს ხელფასებზე სპეციალური ფონდების ანარიცხები ერიცხებათ ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებს. 11. პროფესიული კავშირის მიერ საკუთარი წესდების შესაბამისად განხორციელებული საფინანსო საქმიანობა სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშგებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონებისა და ფულადი სახსრების გამოყენების წესი განისაზღვრება მისი წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრასტის შექმნა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფრანჩაიზის უფლებების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გუნდის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • გუნდის მფლობელობის დავასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 სექ. 2020 · №2

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 10მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება
  • 7პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება
  • 2პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 26შემოქმედებითი კავშირის ქონება
  • 27შემოქმედებითი კავშირის ფინანსები
  • 19შემოქმედებითი კავშირის წესდება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 39არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 8სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრების სამართლებრივი დაცვა
  • 7სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 29პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის უფლებები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 6ცენტრის ქონება და დაფინანსება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 67მოხელის პროფესიულ კავშირში გაწევრების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262719873966729107222
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …შემოქმედ მუშაკთა და შე…საქართველოს სამოქალაქო…სამომხმარებლო კოოპერაც…პროფესიული განათლების …განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 სექ. 2020 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026