პროფესიული თეატრების შესახებ

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:თეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

1.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების საკითხს წყვეტს სამინისტრო. აღნიშნულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.

2.სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს მინისტრი.

3.სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე კანონის შესაბამისად უზრუნველყონ სარეკომენდაციო საბჭოების ჩამოყალიბება და მათი დებულებების დამტკიცება.

5.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

6.ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გამოცხადდნენ მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სამხატვრო ხელმძღვანელთა და თეატრების დირექტორთა დანიშვნამდე. პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალურ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრების დირექტორები ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.

7.ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული პროფესიული თეატრები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულად. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 15.07.2013წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1323 - ვებგვერდი, 18.12.2025წ. თავი VIII დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ივლ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1926568⁴9510112829262015
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული თეატრების შ…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს მთავრობის …საქართველოს სავაჭრო-სა…აჭარის ავტონომიური რეს…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა