Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული თეატრების შესახებმუხლი 10

პროფესიული თეატრების შესახებ

მუხლი 10. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სტრუქტურა და მართვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:კინო და ტელევიზიათეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹4567891010¹11121314151617

1.პროფესიული თეატრის მართვა ხორციელდება ამ კანონისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.

2.პროფესიული თეატრი შედგება: ა) თეატრის დასისგან; ბ) თეატრის დირექტორისგან; გ) სამხატვრო საბჭოსგან (მისი არსებობის შემთხვევაში); დ) დამდგმელი რეჟისორისგან ან/და რეჟისორებისგან, დამდგმელი დირიჟორისგან; ე) სამხატვრო ხელმძღვანელისგან ან მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან (დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში და სხვაგან); ვ) მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორისგან (მუსიკალურ თეატრში), თუ თეატრის დირექტორი პროფესიით შესაბამისად რეჟისორი ან/და დირიჟორი არ არის; ზ) მთავარი ბალეტმაისტერისგან, დამდგმელი ბალეტმაისტერისა და მთავარი ქორმაისტერისგან (მუსიკალურ თეატრში); თ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან.

3.თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი: ა) არის თეატრის ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს; დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში); ი) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს; კ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; ლ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს; მ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან); ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

3¹.თეატრის დირექტორმა შესაძლებელია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი.

4.სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

5.(ამოღებულია - 15.07.2020, №6909).

6.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიულ სახელმწიფო თეატრებში თეატრის დირექტორს ნიშნავენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი საკუთარი შეხედულებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

7.პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი შეხედულებით. მუნიციპალიტეტის მერი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

8.მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი უფლებამოსილია: ა) თეატრის დირექტორად დანიშნოს სამინისტროსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი; ბ) თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი; გ) თეატრის დირექტორი  საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

9.(ამოღებულია - 15.07.2020, №6909).

10.სარეკომენდაციო საბჭოს უფლებამოსილებები (მათ შორის, სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის წესი) და საქმიანობის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით. სამხატვრო საბჭოსთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურის წარდგენის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით).

10¹.თეატრის დირექტორობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ან მუნიციპალიტეტი.

11.თეატრის დირექტორობის კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.

12.თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს: ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი: ა.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას; ა.გ)  საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ა.დ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში − მუნიციპალიტეტის მერი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

13.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.

14.(ამოღებულია - 01.04.2025, №405).

15.(ამოღებულია - 01.04.2025, №405).

16.პროფესიულ სახელმწიფო თეატრს თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე მინისტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.

17.პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 15.07.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ. თავი IV პროფესიული თეატრების საქმიანობის ფინანსურ-ეკონომიკური საფუძვლები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ივლ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 აპრ. 2025
  2. 28 ივლ. 2020
  3. 15 ივლ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თეატრისა და სცენის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილმის წარმოების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №9

  • 3 ცვლილება · ბოლო 3 აპრ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროფესიული თეატრების შესახებ

  • 6პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური  თეატრების უფლება-მოვალეობანი
  • 8პროფესიული კერძო და პროფესიული შერეული თეატრების ფუნქციონირება და საქმიანობის პირობები
  • 5პროფესიული თეატრის დაფუძნება

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 21
  • 28პროფესიული კავშირის პასუხისმგებლობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 8ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 3სამინისტროს ხელმძღვანელობა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 15უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
  • 24ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 35პასუხისმგებლობა და სტრუქტურა

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20383515246852128710
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული თეატრების შ…პროფესიული კავშირების …საქართველოს მთავრობის …ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს განათლების…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026