1.პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.
2.პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

