Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო პროკურატურის შესახებმუხლი 12

სამხედრო პროკურატურის შესახებ

მუხლი 12. სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემას ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი.

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 მაი. 1993

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მთავარი სამხედრო პროკურორი გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს, იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამხედრო პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი აუქმებს მთავარი სამხედრო პროკურორის მიერ გამოცემულ აქტებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ შეესაბამება კანონს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
მთავარი სამხედრო პროკურორი გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს, იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამხედრო პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი აუქმებს მთავარი სამხედრო პროკურორის მიერ გამოცემულ აქტებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ შეესაბამება კანონს. მუხლი 13. მთავარ სამხედრო პროკურატურაში იქმნება კოლეგია მთავარი სამხედრო პროკურორის (თავმჯდომარე), მისი მოადგილეებისა და სამხედრო პროკურატურის ორგანოების სხვა ხელმძღვანელი მუშაკების შემადგენლობით. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით. თავი III სამხედრო პროკურორისა და სამხედრო პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილება მუხლი 14. სამხედრო პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას სამხედრო უწყებების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონების შესრულებაზე, აგრეთვე მათ მიერ მიღებული აქტებისა და გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. მუხლი 15. სათანადო საფუძვლის არსებობის სამხედრო პროკურორი უფლებამოსილია დაუბრკოლებლივ შევიდეს სამხედრო მმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციებში, გამოითხოვოს მათ მიერ მიღებული ბრძანებები, ინსტრუქციები და სხვა დოკუმენტები, დანიშნოს არასაუწყებო შემოწმებები და რევიზიები, მოითხოვოს სამხედრო მოსამსახურისა და სხვა პირებისაგან განმარტებები კანონის დარღვევის თაობაზე. სამხედრო პროკურორის კანონიერი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ორგანოს, თანამდებობის პირის, სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეებისათვის. მუხლი 16. სამხედრო პროკურატურა არ ერევა სამხედრო მმართველობის ორგანოების თავდაცვით, მმართველობით და სამეურნეო საქმიანობაში. საპროკურორო შემოწმებები ხორციელდება მხოლოდ იმ შეტყობინებათა საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ ნიშნებზე ან კანონიერების სხვა დარღვევებზე. მუხლი 17. სამხედრო უწყების მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტის გამო სამხედრო პროკურორს ან მის მოადგილეს შეაქვს პროტესტი ამ აქტის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში, ან სამხედრო სასამართლოში. ასეთივე წესით ხდება პროტესტის შეტანა შეიარაღებული ძალების თანამდებობის პირის მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აქტის გამო. შესაბამისი სამხედრო უწყება ან თანამდებობის პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს პროტესტი და შედეგი აცნობოს პროკურორს. მუხლი 18. ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევათა გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე სამხედრო პროკურორს შეაქვს წერილობითი წარდგინება იმ სამხედრო უწყებაში ან თანამდებობის პირთან, რომელიც უფლებამოსილია აღკვეთოს ეს დარღვევები. წარდგინების განხილვა უნდა მოხდეს ერთი თვის ვადაში და შედეგი ეცნობოს სამხედრო პროკურორს. მუხლი 19. კანონის დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე სამხედრო პროკურორს შეუძლია გამოიტანოს დადგენილება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული ან დისციპლინური საქმის წარმოების აღძვრის შესახებ. დადგენილება ადმინისტრაციული ან დისციპლინური საქმის წარმოების აღძვრის შესახებ განიხილება ადგილზე მიღებიდან ათი დღის ვადაში და შედეგი ეცნობება სამხედრო პროკურორს. მუხლი 20. სამხედრო პროკურორი ახორციელებს ზედამხედველობას შეიარაღებულ ძალებში მოქმედი მოკვლევის ორგანოებისა და სამხედრო პროკურატურის გამომძიებლების ოპერატიულ-სამძებრო, მოკვლევისა და საგამოძიებო საქმიანობის კანონიერებაზე. სამხედრო პროკურორის უფლებამოსილება მოკვლევისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ კანონთა შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას განსაზღვრულია რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. მუხლი 21. სამხედრო პროკურორი უფლებამოსილია შეამოწმოს დროებითი დაკავების საკანში და შეიარაღებული ძალების სხვა სპეციალურ დაწესებულებებში დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, სასჯელსა და სამხედრო სასამართლოების ან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას კანონის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა, გაეცნოს საჭირო დოკუმენტებს, გამოკითხოს დაკავებულები და დაპატიმრებულები, მოითხოვოს განმარტებები თანამდებობის პირებისაგან. სამხედრო პროკურორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონის დარღვევით დადებული დისციპლინური სასჯელი, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული და დაპატიმრებული პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მაი. 1993 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 მაი. 1993 · №1

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო პროკურატურის შესახებ

  • 9
  • 11მთავარ სამხედრო პროკურორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინებით.
  • 8

პროკურატურის შესახებ

  • 15გენერალური პროკურორი
  • 8პროკურატურის სისტემა
  • 10გენერალური პროკურატურა

თავდაცვის კოდექსი

  • 13თავდაცვის ძალების მეთაური
  • 24სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები
  • 25სამხედრო პოლიციის ვალდებულებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
336158109118132425712
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო პროკურატურის …პროკურატურის შესახებთავდაცვის კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 მაი. 1993 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026