პროკურატურის შესახებ

მუხლი 8. პროკურატურის სისტემა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროკურატურის სისტემას ქმნიან: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომ – გენერალური პროკურატურა); ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; გ) თბილისის პროკურატურა; დ) საოლქო პროკურატურები; ე) რაიონული პროკურატურები; ვ) სპეციალიზებული პროკურატურები − ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2.საგანგებო პროკურატურის ან სპეციალური პროკურატურის შექმნა აკრძალულია.

3.პროკურატურის საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

4.საშტატო ერთეულის ცვლილების ან პროკურატურის ერთი ორგანოდან/სტრუქტურული დანაყოფიდან პროკურატურის სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში საშტატო ერთეულის გადატანის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის სისტემას ქმნიან: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომ – გენერალური პროკურატურა); ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; გ) თბილისის პროკურატურა; დ) საოლქო პროკურატურები; ე) რაიონული პროკურატურები; ვ) სპეციალიზებული პროკურატურები − ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. საგანგებო პროკურატურის ან სპეციალური პროკურატურის შექმნა აკრძალულია. 3. პროკურატურის საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 4. საშტატო ერთეულის ცვლილების ან პროკურატურის ერთი ორგანოდან/სტრუქტურული დანაყოფიდან პროკურატურის სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში საშტატო ერთეულის გადატანის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
653321511101298201861958
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…სამხედრო პროკურატურის …საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა