პროკურატურის შესახებ

მუხლი 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები), რომლებსაც ხელმძღვანელობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები.

2.ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3.ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4.ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

5.ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

6.ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

7.ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის.

8.ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები უფლებამოსილი არიან, ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღონ საქმე და გამოსაძიებლად გადასცენ სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები), რომლებსაც ხელმძღვანელობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები. 2. ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 5. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 6. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 7. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის. 8. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები უფლებამოსილი არიან, ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღონ საქმე და გამოსაძიებლად გადასცენ სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
285 (და…22 (დ…3321383692121111
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…სამხედრო პროკურატურის …საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა