საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 76. აქტივების განაწილება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის კრედიტორებსა და ერთეულის მფლობელებს შორის ამ მუხლის შესაბამისად გაანაწილოს. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ერთეულის მფლობელებისთვის მისაცემი ანაზღაურება განისაზღვრება მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა ღირებულების მიხედვით, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ერთეულის მფლობელებს შორის არსებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2.ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საინვესტიციო ფონდის ნებისმიერი სხვა ვალდებულება დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა საინვესტიციო ფონდს ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ; ბ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; დ) საინვესტიციო ფონდის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ე) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სასესხო ვალდებულებები; ვ) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სხვა ვალდებულებები; ზ) დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

3.თუ არსებული აქტივები საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

4.ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებობს საკმარისი აქტივები წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის კრედიტორებსა და ერთეულის მფლობელებს შორის  ამ მუხლის შესაბამისად გაანაწილოს. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ერთეულის მფლობელებისთვის მისაცემი ანაზღაურება განისაზღვრება მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა ღირებულების მიხედვით, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ერთეულის მფლობელებს შორის არსებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საინვესტიციო ფონდის ნებისმიერი სხვა ვალდებულება დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა საინვესტიციო ფონდს ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ; ბ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; დ) საინვესტიციო ფონდის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ე) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სასესხო ვალდებულებები; ვ) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სხვა ვალდებულებები; ზ)   დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები. 3. თუ არსებული აქტივები საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებობს საკმარისი აქტივები წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023

    76-ე მუხლის პირველ პუნქტში წმინდა ღირებულებით ანაზღაურების წესი ცალკე წინადადებად ჩამოყალიბდა და მას დაემატა დათქმა: სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ერთეულის მფლობელთა შეთანხმებით შეიძლება სხვა რამ იყოს განსაზღვრული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31²2223¹150775636286181162276
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა