Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 130

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 130. დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საგადასახადო რეზიდენტობასაგადასახადო დაგეგმვასაგადასახადო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹44¹56789

1.რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

3.რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

3¹.(ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .

4.(ამოღებულია - 28.06,2019, №4906) .

4¹.2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდები (გარდა იმ დივიდენდებისა, რომლებიც მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

5.(ამოღებულია - 23.12.2017, №1935) .

6.რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

7.თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

8.საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

9.2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ეს დივიდენდი გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 98-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განაკვეთით, საქმიანობის ამ ნაწილის კუთვნილი მოგებიდან. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №118 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №817 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5491 - ვებგვერდი, 29.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5499 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №884 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №134 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  4. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  5. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017

    130-ე მუხლში კოოპერატივის დივიდენდების შეღავათის ვადა 2023 წლამდე გაგრძელდა, ხოლო მე-5 ნაწილი ამოღებულია.

  6. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

    130-ე მუხლის 3¹ ნაწილი ამოღებულია; არასამეწარმეო იურიდიული პირის დივიდენდების შესახებ ნორმა აღარ მოქმედებს.

  7. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    130-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულია: საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან მიღებული დივიდენდების გადახდის წყაროსთან დაუბეგრავობისა და ერთობლივ შემოსავალში ჩაუთვლელობის ნორმა აღარ არსებობს.

  8. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2019
  9. 29 ივნ. 2016
  10. 5 აგვ. 2013

    130-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომლითაც 2017 წლამდე კოოპერატივის წევრის მიერ მიღებული დივიდენდები არ იბეგრება წყაროსთან და არ ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში.

  11. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    130-ე მუხლის პირველ პუნქტში დივიდენდების გადახდის წყაროსთან განაკვეთი 0 პროცენტიდან 5 პროცენტამდე გაიზარდა.

  12. 30 აპრ. 2012

    130-ე მუხლის მე-7 ნაწილში დივიდენდის გადასახადისგან გათავისუფლება ახლა თიზ-ის საწარმოდან მიღებულ დივიდენდს ეხება, ტექსტი მხოლობით რიცხვშია.

  13. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 129¹შემდეგი მუხლი 131

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ამხანაგობის დაბეგვრა და სტრუქტურირებასერვისის გვერდი
  • არარეზიდენტთა დაბეგვრა საქართველოშისერვისის გვერდი
  • კორპორატიული გადასახადის განცხადებასერვისის გვერდი
  • მოგების გადასახადის დაგეგმვა (ესტონური მოდელი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 13 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 22 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მეწარმეთა შესახებ 2მუხლი 2მუხლი 6მუხლი 98სასოფლო-სამეურნეო … 6მეწარმეთა შესახებ 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 134გადასახადების ადმი… 33 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 131პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  • 134არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  • 132როიალტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

მეწარმეთა შესახებ

  • 31დივიდენდის მიღების უფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 48² (დანართი 1)ცალკეული დასაბეგრი ოპერაციების შემთხვევები, როდესაც არ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი
  • 39³ (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 22დივიდენდები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 18დაუზღვეველი დეპოზიტები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 13³სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 33³მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222134269813113233 (დ…1 (და…48² (…39³ (…6231130
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსასოფლო-სამეურნეო კოოპ…მეწარმეთა შესახებგადასახადების ადმინისტ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026